"საირმე" გაფიცულ თანამშრომლებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს - გაფიცულები აქციისთვის ემზადებიან

კომპანია "საირმის" გაფიცული თანამშრომლები 26 თებერვალს, დღის ორ საათზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ - კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გაფიცულებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით.

ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს:

კომპანია ამ დროისთვის არასრული დატვირთვით მუშაობს და გაფიცულ თანამშრომლებს ჰპირდება, რომ თუკი სამსახურში დაბრუნდებიან, კუთვნილს ხელფასს მიიღებენ.

აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი თვლის, რომ გაფიცვის დასრულებისთვის საჭიროა მოთხოვნების შესრულება, რომელთაგან უმთავრესია ხელფასების 30%-იანი ზრდა და შრომითი პირობების გაუმჯობესება.

"შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე პროფკავშირების წარმომადგენლის გიორგი დიასამიძის ორგანიზებით, უკვე მე-12 დღეა გრძელდება ქარხნის თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა.

ამ ხნის განმავლობაში, მათი მხრიდან არაერთი ცრუ ინფორმაცია გაჟღერდა, მათ შორის, ერთ-ერთი დიდი აქცენტი თანამშრომელთა ხელფასების მცირე ოდენობაზე კეთდება. ცხადია, ეს საკითხი მეტ სოლიდარობას იწვევს, რაც უფრო დამაჯერებელს ხდის მათ მოთხოვნებს და მათ შორის ისეთ გზავნილებსაც, თითქოს საწარმო გაჩერებული და პარალიზებულია. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. თანამშრომლების ნაწილი სამსახურშია, შესაბამისად, ქარხანა განაგრძობს მუშაობას ორ ცვლაში" - ნათქვამია კომპანიის დღეს, 24 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისათვის, საირმის გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები, ხელფასის 30%-იანი ზრდის გარდა, არის:

საქსტატის მონაცემების შესაბამისად ხელფასების ყოველწლიურ ინდექსაცია;

საპენსიო გადასახადის დამსაქმებლის მიერ დაფარვა;

ღირსეული და უსაფრთხო შრომით პირობები;

მოწესრიგდეს ანტისანიტარიის პრობლემა ქარხანაში;

აიკრძალოს დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟი და მუქარა;

გაფორმდეს კოლექტიურ შეთანხმება;
მენეჯმენტის ბრალეულობის გამო არ მოხდეს დასაქმებულთა იძულებითი მოცდენა;

დამფუძნებლებთან შეხვედრა, რადგან დასაქმებულებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მენეჯმენტი განზრახ აზიანებს და აკოტრებს ქარხანას;

გაფიცვის პერიოდში არ მოხდეს გაფიცული თანამშრომლების სხვა კადრებით ჩანაცვლება.

ასევე დაგაინტერესებთ:

*სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისში ოჯახის გამოსახლების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794764373

ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ