სალომე ზურაბიშვილი: საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალი, რათა იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა, მისი ნებისმიერი შეზღუდვა თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის შეზღუდვაა

საქართველოს პრეზიდენტი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ორბელიანების სასახლეში  ევროკავშირისა და CSRDG-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიებაზე სტუმრებს  სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ.

როგორც პრეზიდენტმა სოციალური მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, სწორედ ახალგაზრდების ასეთ ინიციატივებსა და წამოწყებებს შეუძლია ახალი სიცოცხლე შესძინოს რეგიონებს, რაც დღეს ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მე როგორც მესმის, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დანიშნულება არის ის, რომ სოციალური მეწარმეობის აზრი და კონცეფცია რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებამდე მიიტანონ, გააცნონ მათ ის, რისი საშუალებითაც ადამიანები თავიანთ სოფელსა თუ თემში წარმოაჩენენ საკუთარ თავს, წარადგენენ საკუთარ ინიციატივებს და შემდგომში განახორციელებენ მას. თქვენი გზავნილი ძალიან ნათელი და მნიშვნელოვანია – თავისუფალ ადამიანს  ყველაფრის შექმნა შეუძლია. საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალი, რათა იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა და მისი ნებისმიერი შეზღუდვა თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის შეზღუდვაა. ამიტომ გილოცავთ დღევანდელ წარმატებულ მცდელობებს, გისურვებთ, რომ მომავალშიც ასე წარმატებულად იაროთ,  გაიტანოთ ძალიან ბევრი ინიციატივა, ამ ინიციატივებს ჰქონოდეს მომავალი და აღსრულებულიყოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საუკეთესო სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი ანა ახლოური გახდა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წეროვნის დევნილთა დასახლებიდან. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICPI) მხარდაჭერით, ანა  დაჯილდოვდა სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში. CSRDG-მ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები ოთხი რეგიონიდან – ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და შიდა ქართლიდან შეარჩია.

ელჩების მიზანი იყო, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსმოდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.

დროა, სოციალურმა მეწარმეობამ მოიპოვოს ის აღიარება, რომელსაც იმსახურებს. სოციალური მეწარმეობა ძლიერი მექანიზმია სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ცვლილებების მისაღწევად, რომელსაც ის ინდივიდების, თემებისა და საზოგადოების გაერთიანების გზით ახერხებს. ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ახალგაზრდა ელჩების მოტივაციასთან, ინიციატივასა და ჩართულობასთან, რომლებიც ცვლილებებს თავიანთ თემთან აქტიური კომუნიკაციით ქმნიან. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამოქალაქო ჩართულობასა და ერთიანობაზე. ევროკავშირი მოხარულია, მხარი დაუჭიროს მსგავს საქმიანობებს“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს თავიანთი საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც მოიცავდა ელჩების მუშაობის სპეციფიკას – იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ეთნიკურ ჯგუფებთან, სოფლებსა და მიუვალ ადგილებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესს. ექვსი თვის განმავლობაში მათ 30-ზე მეტი შეხვედრა გამართეს, რის შედეგადაც 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ დღეს მეტი იცის სოციალურ მეწარმეობაზე.

ჩვენი ქვეყნის ერთადერთი არჩევანი ევროპული მომავალია, ევროპისაკენ მიმავალ გზაზე კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ახალგაზრდობა – ძალა, რომელიც რეალური ცვლილებების ინიციატორია. ახალგაზრდების ჩართვა ჩვენს პროგრამაში, როგორც ჩვენი სოციალური მეწარმეობის ელჩებისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად“, – აღნიშნა CSRDG-ს დირექტორმა, ეკა ურუშაძემ.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობდა. პროექტში მონაწილეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჩუქრები საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა იაგო წიკლაურმა გადასცა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747064205

მსოფლიო

ტრამპი: ევროკავშირი მრავალი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საზიზღარია

ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადების გაკეთებისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ წლების განმავლობაში „სოციალისტური ჯანდაცვის სისტემების სუბსიდირებას“ ახორციელებდა. „გერმანიაში და ევროკავშირის ყვ...

დონალდ ტრამპი -

1747061480

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა - გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო

ჩვენი წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც...

ლლლ

1747059274

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყნისგან ითხოვდნენ ევროკავშირიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება იყოს დამღუპველი და დამანგრეველი საქართველოსთვის

ფაქტია, რომ მსოფლიო პოლიტიკური დღევანდელობა არის შეცვლილი. თუკი ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფალნი და ევრო ბიუროკრატები ამ მოცემულობას თვალს არ გაუსწორებენ ბუნებრივია, რომ ისეთი პრო...

დავით მათიკაშვილი

1747058510

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმ...

შალვა პაპუაშვილი

1747057907

სპორტი

ყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ბრინჯაოს მედლებს საბ...

 საბა ინანეიშვილი