სამების ტაძარში გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების – ლევან ჩოხელის, ზაზა ლორიას, დიმა ქააძის, ანდრო ქუჯოშვილის, მაშველების – კახა ტორჩინავას და გიორგი მარგიანის, ექიმების – ქეთი გულაგაშვილის და გიორგი ვენეცკის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.

სამოქალაქო პანაშვიდი 14:00 საათამდე გაიმართება.

სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო წირვას აღავლენს და სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების პანაშვიდს გადაიხდის.

შსს-ს ინფორმაციით, პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია.

ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1738604949

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ მედიასაშუალებას პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ მედიასაშუალებას – New York Times, National Public Radio, NBC News და Politico-ს პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს...

მედიასაშუალება

1738603758

მსოფლიო

ილონ მასკი: USAID ფულს უხდიდა მედია ორგანიზაციებს თავისი პროპაგანდის გამოსაქვეყნებლად

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი USAID-ის საქმიანობას ეხმაურება. „USAID ფულს უხდიდა მედია ორგანიზაციებს თა...

ილონ მასკი

1738603483

მსოფლიო

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნ...

 მარკო რუბიო

1738602247

საქართველო

მარიამ ლაშხი: „დიფ სთეითის" ქსელები საქართველოში აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო - საქართველოს სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული, დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე

„დიფ სთეითის" ქსელები საქართველოში კვლავ აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი X-ზე წერს. მისი განცხადებ...

მარიამ ლაშხი

1738598885

მსოფლიო

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი ააფეთქეს - არმენ სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მოსკოვში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი ააფეთქეს. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ არმენ სარქისიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია და...

არმენ სარქისიანი