საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის გახსნა იგეგმება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის გახსნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით, უწყებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც თელ-ავივში, ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულებით წამყვან სახელმწიფო კლინიკებში იმყოფებოდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკების ხელმძღვანელებსა და კლინიცისტებთან შეხვედრები გამართეს და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილ პრაქტიკასა და გამოცდილებას გაეცნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრები გაიმართა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც არასაბიუჯეტო თანხების მობილიზებით და საყოველთაო სოლიდარობით, ისრაელში ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების განვითარებას უწყობენ ხელს.

თელ-ავივში ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის ხელშეწყობით გაიმართა.

შეხვედრებში, სამუშაო ჯგუფთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში უწყება განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს.

ისრაელის შემდეგ სამუშაო ჯგუფის წევრები ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გერმანიაში გაეცნობიან.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნებში ბოდვა წერია, არ შეიძლება, საზოგადოებას წარუდგინო 3 000-გვერდიანი დასკვნა, რომელშიც ვერაფერს გაიგებ"

* საგარეო უწყება: მკაცრად ვგმობთ რუსეთის დუმის თავმჯდომარის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745418648

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების საკითხზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენების მცდელობაც ექნებათ, თუმცა რამდენად შეძლებენ, ეს არის საკითხავი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების საკითხს მედიასთან ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ვიზალიბერალიზაცია სადამსჯელო ღონისძიებად გამოიყენება, ისევე როგორც კა...

აა

1745417742

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტი გაზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და განავითარებს ქვეყნისთვის საკვანძო მიმართულებებს

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, აშშ-ში ოფიცია...

დავით ჩიხელიძე

1745416495

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეუთოს გენერალურ მდივან, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ეუთოს აქტიუ...

შალვა პაპუაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

1745414588

სპორტი

პირველად დასავლეთ საქართველოში - მასშტაბური ღონისძიება პროფესიონალურ კრივში

პროფესიონალური კრივის მოყვარულებს, ქუთაისში საინტერესო სანახაობა ელით. პირველად დასავლეთ საქართველოში,  27 აპრილს, პროფესიონალურ კრივში მასშტაბური ღონისძიება  გაიმართება.  World Boxing Promotion-ის ორ...

ღონისძიება პროფესიონალურ კრივში

1745414585

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7496 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7500 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ააა