"სერიოზული დამნაშავეები მყავს გაშვებული, გადავადებული, თუმცა იმ ადამიანების სიკვდილი ერის ისტორიულ პერსპექტივაზე არ იმოქმედებდა - მაგრამ, ამ ადამიანის სიკვდილი ჩვენს ისტორიაში ჩაწერს ასეთ ფურცელს, მეორედ უკვე მიზეზი ვიპოვეთ და ქვეყნის პრეზიდენტი მოვკალით"

"ვფიქრობ, ძალიან მძიმე ფურცელი იქნება საქართველოს ისტორიაში, თუ უკვე მეორე პრეზიდენტსაც ძალადობრივად მოვაკვდინებთ", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
„არ იყო ყოფილი თანამდებობის პირების პეტიცია. ეს არის ჩემი განცხადება, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ არ მაინტერესებს დღეს სააკაშვილის ბრალეულობის განხილვის საკითხი. მე მაინტერესებს ის, რომ საქართველოს ციხეში არ ხდებოდეს ადამიანის წამება. ეს მაინტერესებდა მაშინაც, როდესაც იგივე ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ჩემი ინტერესი, რომ ადამიანებს ციხეში არ ვაწამებდეთ და არ ვკლავდეთ წამებით, უცვლელია. გარდა იმისა, რომ საუბარია მოქალაქე ადამიანზე, ასევე საუბარია საქართველოს პრეზიდენტზე და მინდა, ქართულ საზოგადოებას შევახსენო, უკვე მეორეზე, რომლის ძალადობრივ მოკვდინებას ქართველები ვცდილობთ. ვფიქრობ, ძალიან მძიმე ფურცელი იქნება საქართველოს ისტორიაში, თუ უკვე მეორე პრეზიდენტი იქნება, მათ შორის რუსეთთან დაპირისპირებული, რომელსაც ჩვენ ძალადობრივად მოვაკვდინებთ. ეს არის განცხადება, რომელიც გახსნილია ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში ბრალეულობის ბევრი ფორმა არის აღწერილი და მსჯავრდების ბევრი ფორმა, მაგრამ არცერთი ფორმა არ ამბობს, რომ შეიძლება, ადამიანი აწამო და წამებით მოკლა.
„როცა ვამბობ, ბრალეულობას არ განვიხილავ, მდგომარეობს იმაში, რომ კი არ უნდა ვთქვათ, დამნაშავეა თუ უდანაშაულოა, მას ეს ბრალი უნდა გადაუვადდეს იმ მდგომარეობამდე, როცა ის შეძლებს, რომ იტვირთოს განაჩენი. მე ასეთი გადაწყვეტილება მიმიღია. იყვნენ პატიმრები, რომელთა თაობაზეც იყო სამედიცინო დასკვნები, რომ მათ ჰქონდათ ძალიან მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა და მათთვის ბრალი გადამივადებია. მე არ შემიცვლია პოზიცია, ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ყველა პატიმარი თანაბარია და რადგან ყველა თანაბარია, ამიტომ მიგითითებთ, გადახედოთ ჩემს ბიოგრაფიას, მართლა სერიოზული დამნაშავეები მყავს გაშვებული, გადავადებული, თუმცა იმ ადამიანების სიკვდილი ერის ისტორიულ პერსპექტივაზე არ იმოქმედებდა, მაგრამ მე მაინც გადაუვადე მათ. ამ ადამიანის სიკვდილი ჩვენს ისტორიაში ჩაწერს ასეთ ფურცელს, მეორედ უკვე მიზეზი ვიპოვეთ და ქვეყნის პრეზიდენტი მოვკალით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
კითხვაზე, რას გულისხმობს წამებაში, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ამის დამადასტურებელია ექიმთა დასკვნები.
„არსებობს დაავადების ფსიქოსომატური ტიპი, რაც გულისხმობს, რომ ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვის საფუძველი ამ დაავადებებში არის ფსიქიკური პროცესები. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სტრესის ქვეშ ავადმყოფს მუდმივად უფრო უმატებ ავადმყოფობის მიზეზს. მე არ ვგულისხმობ, რომ ვიღაც შედის და ურტყამს. მოწამვლაზე კომპეტენტურად ვერ ვისაუბრებ. არ ვამბობ, რომ აწამებენ შანთებით, თუმცა რაც მოხდა გლდანის ციხეში გადაყვანის დროს, ესეც ვნახეთ. მე ვსაუბრობ გადავადებაზე და არა შეწყალებაზე. მე არ მგონია, რომ საზოგადოება ახლა უნდა გავერთიანდეთ იმით, მიშა დამნაშავეა თუ არა. ეს სულ სხვა რანგის საკითხია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
კითხვაზე, – ხატია დეკანოიძემ თქვა თქვენი მისამართით, რატომ არ შეიწყალეთ თავის დროზე სააკაშვილი და რას უპასუხებთ? – მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ არაფერს არ უპასუხებდა.
„არაფერს ვუპასუხებდი არც მას და არც არავის, რომელიც მე ამ ტიპის კითხვებს დამისვამს. ერთი რამ მინდა, გავახსენო ყველას, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა პოზიციაზე დგას. კარგად მინდა გავახსენო, ეგენი რომ ხელისუფლებაში იყვნენ, მათ წინააღმდეგ ვიყავი, ეგენი რომ ოპოზიციაში იყვნენ, მათ ვიცავდი და მომავალშიც, „ქართული ოცნება“ რომ ოპოზიციაში იქნება, მაგათაც დავიცავ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
წყარო: 1tv
ასევე დაგაინტერესებთ:
* რა გელოდება დღეს? - 24 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1753725503
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრე...
1753725452
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს
თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქა...
1753722544
მსოფლიოტრამპი: უკვე დავასრულე უამრავი ომი სულ რაღაც ექვს თვეში - ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ
ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ახლახან ვესაუბრე ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და კამბოჯის პრემიერ-მინისტრს. სიამოვნებით გ...
1753720513
მსოფლიოჯეი დი ვენსი: ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დახმარება ღაზაში შევიდეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მან ღაზაში შიმშილის გულის ამაჩუყებელი კადრები იხილა და რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს დახმარების დასაშვებად. „არ ვიცი, ყველას გაქვთ თუ არა ნანახი...
1753718850
საზოგადოებამარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს ალექსანდრა შეპარდს და ოლივერ დიქსონს შეხვდა. „შეხვედრაზე განსაკუთ...