სესი: 2025 წელს რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, დარღვევების მაჩვენებელმა აპრილის მონაცემებით 3,3% შეადგინა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სესი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრისას, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ყურადღება კონტროლის მექანიზმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა.

გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ნედლი რძის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, კერძოდ:

ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების გამოსაკვლევად მიმდინარე წელს აღებული იქნება 300 ნიმუში
რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისათვის - 300 ნიმუში
ბრუცელოზზე გამოსაკვლევად - 200 ნიმუში
ყველში სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის გამოსავლენად - 50 ნიმუში
ყველში კუაგულაზა დადებითი სტაფილოკოკუს აურეუსის კვლევისთვის - 50 ნიმუში
სასმელ რძეში აფლატოქსინ M1-ის კვლევისთვის - 100 ნიმუში
რძესა და რძის პროდუქტებში (მათ შორის, ბავშვთა კვება) ტყვიის შემცველობის განსასაზღვრისათვის - 20 ნიმუში
სალმონელასა და ლისტერიას გამოსავლენად - 165 ნიმუში
„აღსანიშნავია, რომ რძისა და რძის პროდუქტების ნიმუშების აღება მოხდეს სათანადო წესითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, რათა გამოირიცხოს საკვლევი ნედლეულის დაბინძურება.

სურსათის ეროვნული სააგენტო რძის მწარმოებელ კომპანიებს ინტენსიურად, წელიწადში საშუალოდ 10-ჯერ ამოწმებს. კონტროლი „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპის დაცვით მოიცავს წარმოების სრულ ჯაჭვს, ასევე ლაბორატორიულ კვლევას სხვადასხვა მაჩვენებელზე.

გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,2% შეადგინა.

შემოწმების პარალელურად, სააგენტოს პრიორიტეტია გამჭვირვალობა, დარღვევის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას უწევს ბაზრიდან იმ სურსათის ამოღებას, სადაც გამოვლინდა დარღვევა; ასევე, უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს იმისათვის, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი იყოს სანდო, უსაფრთხო და უვნებელი“, - ნათქვამია სესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744958047

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას

„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...

ვლადიმერ ბოჟაძე

1744956549

საზოგადოება

დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...

წითელი პარასკევია

1744956210

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...

მზიანი ამინდი

1744920197

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი

 საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუ...

პაპუაშვილი

1744919114

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა

 რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პო...

პაპუაშვილჯ