შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბალტიისპირეთის კაპრიზებს არ აჰყვნენ, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, არაერთხელ გვსმენია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები „მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტერმინებს რეალურ სამყაროში მათთვის სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს.

„ბოლო დღეებში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის მოგზაურობა ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ააშკარავებს საქართველოს მიმართ ამ ქვეყნებისა და ევროპული ბიუროკრატიის პრობლემურ დამოკიდებულებას, საიდანაც სამი ასპექტი განსაკუთრებით გამოსაყოფია: ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი პარალელური სამყაროს შექმნა. სამივე ასპექტი საბჭოთა კავშირის საგარეო მიდგომებს გვახსენებს.

პირველი, ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები „მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტერმინებს რეალურ სამყაროში მათთვის სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს. როგორ უჭერენ მხარს ეს ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტს, თუკი ისინი უგულებელყოფენ ქართველი ხალხის უმრავლესობის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება? რამდენად შეესაბამება „საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას“ ექსპრეზიტენტის აღიარება „საქართველოს ლეგიტიმურ წარმომადგენლად“, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოეწურა? სუვერენიტეტის არსი არ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ ვინ აღიარებს ან ემუქრება მას. საქართველოს მოქალაქეებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაერევა მის უფლებაში, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება – საბჭოთა კავშირი თუ ლიეტუვა?

მეორე, ხელისუფლებისგან ხალხის რიტორიკულად განცალკევება კიდევ ერთი ძველი და სანდო მეთოდია, რომელსაც საბჭოთა კავშირი მიმართავდა სხვა ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევის მიზნით. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსების მცდელობებს, რამდენადაც უშედეგო არ უნდა იყოს ისინი, რომლებიც პრაქტიკულად მიმართულია საქართველოს მთავრობის ქართველი ხალხისგან განცალკევებაზე. ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის ამჟამინდელი მოგზაურობა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში და მისი ოფიციალური მიღება მიუთითებს, რომ ბალტიელი პოლიტიკოსები ისევ ძველ საბჭოთა მეთოდებს იყენებენ. ისინი თითქოს მკაცრად გმობენ ყველაფერ კომუნისტურს, საბჭოთას და რუსულს, მაგრამ, როგორც ჩანს, მენტალურად მაინც ჩარჩენილები არიან იმ მარწუხებში, რომელთა დამსხვრევაც თითქოს ასე ძალიან უნდათ;

მესამე, ყალბი და ქაოტური ვირტუალური სამყაროს შექმნა, რომელშიც საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სასტიკი დიქტატურაა, ბალტიისპირეთის რეალობას მოკლებულ პოლიტიკას საბოლოო სახეს აძლევს. ამ სიყალბეს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიაზე ზრუნვასთან, მაგრამ აშკარა გეოპოლიტიკური მიზეზებითაა ნაკარნახევი. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სასოწარკვეთილად ცდილობენ საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესებას რუსეთის ყურადღების სხვაგან გადატანით. ამიტომაც უკრაინაში შეჭრის დღიდან ისინი საქართველოს მოსკოვთან ღია კონფრონტაციისკენ მოუწოდებენ. დაჟინებული მოთხოვნით, რომ საქართველოს – ევროკავშირისა და ნატო-ს არაწევრ ქვეყანას – ორმხრივი სანქციები დაეწესებინა რუსეთისათვის, მათ ქართულ-რუსული ესკალაციის იმედი ჰქონდათ და, ფაქტობრივად, საქართველო საკუთარი ინტერესებისათვის გაწირეს. მათ პოლიტიკას სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს.

ისე, ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ. ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ.

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743406839

საზოგადოება

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დ...

დააკავა დააკავა

1743406699

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, ეს ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში

გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, უკვე იწყება ფრენები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ირაკლი კობახიძე

1743406663

საზოგადოება

პრემიერი: გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში - 7.7%, ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც

იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მ...

ირაკლი კობახიძე

1743406613

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება

გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება, -...

ირაკლი კობახიძე

1743406226

საზოგადოება

პრემიერი: 1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის - ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს

1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე, დღეს, 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირ...

ირაკლი კობახიძე