„შესაძლებელია, გამოიწვიოს ზედოზირება და სიკვდილი“ - ზურაბ სიხარულიძე ნარკოტიკის მომხმარებლებს აფრთხილებს

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და ნარკოტიკის მომხმარებლებს აფრთხილებს.

“მეგობრებო, ახლა უკვე ორი შემთხვევა არის ქალაქში და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს პოსტი დავწერო, ვინაიდან, ესე იგი, არის საშიშროება, რომ რაღაცა უბედურებას გადავეყაროთ!!

ვინც გამოიწერეთ რაიმე ნარკოტიკი და ნახეთ, რომ არის თეთრი კრისტალები და გამოიწერეთ, როგორც მეტამფეტამინი ან ალფა-პვფ ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში _  მეფედრონი და ამ კრისტალებში შესაძლებელია, იყოს მეტადონი ან კარფენტანილი. ორი ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, ამიტომ არ არის გამორიცხული, სხვაც იყოს და ბევრი!!!

მეტადონი და კარფენტანილი ამ შემთხვევაში არის იპიატი და შესაძლებელია, გამოიწვიოს ზედოზირება და სიკვდილი!

სიმპტომები მოხმარების დროს:

1.  გულისრევა, ღებინება;

2.  გაბრუება, გონების დაკარგვა;

3. სუნთქვის გაძნელება და მძიმე შემთხვევაში გაჩერება;

რა უნდა ვქნათ

1. არ მიატოვოთ მარტო ადამიანი!

2. დარეკეთ 112 და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ, გაუვლის და მერე არ გამოვა!

3. სუნთქვის გაჩერების და გონების დაკარგვის შემთხვევაში, ხელოვნური სუნთქვა, პირიდან პირში ან პირიდან ცხვირში.

დააწვინეთ გვერდზე, რომ ნაღები მასა არ მოხვდეს ფილტვში.

და გამოიყენეთ ნალოქსონი!!!

არ არის აუცილებელი, რომ გაუკეთოთ ვენაში. შეგიძლიათ, უბრალოდ ჩაასხათ პირის ღრუში ან გაუკეთოთ კუნთში.

ზედოზირების პაკეტები არის აპარატებში სიგმა, რომელიც დგას პსპ აფთიაქთან მანდალა • Mandala დაუკავშირდით და გატესტეთ თქვენი შეძენილი ნარკოტიკი!! არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება!!

გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს!!” _ წერს ზურა სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ქართველები ომში მაშინ დავმარცხდებით, როდესაც რუსების შემოსევაზე დავხუჭავთ თვალს და ვიგუებთ“ - დომენიკ მანგო

🔵 „რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში“

🔵 “დედა შვილს აუყვირდა და ჩემზე მიუთითა, თუ არ ისწავლი, შენც ასე მოგიწევს “ტაჩკების” თრევა” - პოლონეთში მცხოვრები ქართველი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი