„შშმ პირების პატარ-პატარა ჯგუფები კონტროლიორებს აფურთხებენ და ხალხს ხელს კრავენ“ - მანუჩარ პირველი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მანუჩარ პირველი, სოციალურ ქსელში ყრუ-მუნჯი ბიჭის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ახალ დეტალებზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ცუდია, როცა მთელი სურათის მხოლოდ პატარა ნაწილს განახებენ, რომ მერე აღქმა გაგიჭირდეს და ტკივილმა შეგაწუხოს. არ ვამართლებ არანაირ ძალადობას. დღეს გავრცელდა, რომ მეტროს ინციდენტი ასე დაწყებულა:

"ეს შშმ პირების პატარ-პატარა ჯგუფები, პატარა ბანდები თარეშობენ მეტროებში, "კარმანშჩიკობენ", კონტროლიორებს აფურთხებენ და ხალხს ხელს კრავენ - ისე უბრალოდ, გასართობად.
უზნეო ხომ ყველა შეიძლება ვიყოთ? მათ შორის შშმ პირიც.

ძალიან ბევრისგან მომისმენია, ვინც მეტროთი ხშირად მგზავრობს, მათ ველურობაზე, ვერავინ ხმას ვერ სცემს, მხოლოდ იმის გამო, რომ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან. მოკლედ, თავს გასულები არიან.
აი, რა მოხდა იმ დღეს - იქცეოდნენ ამაზრზენად. ეს პოლიციელი მისულა და გაუფრთხილებია, აი ამ ბიჭს თავზე ხელი წაურტყია ამ პოლიციელისთვის და ქუდი მოუგლეჯია. პოლიციელი დაიხარა, რომ ქუდი აეღო და ერთ-ერთმა მათგანმა წიხლი ჰკრა, ისე რომ პოლიციელი დაეცა და მერე მანვე, ამ სმენადაქვეითებულმა ქუდი ფეხით ბურთივით გააგორა. მოკლედ, აიწყვიტეს, რის შემდეგაც ეს პოლიციელი გამოვიდა წყობიდან, მაგრამ მანამდე დაურეკავს უფროსისთვის და უთქვამს, მომაშორეთ ესენი, თორემ თავს ვეღარ ვაკონტროლებო (იქიდან რა უპასუხეს, ეს გამოძიებამ დაადგინოს).
რომ წაუთრევია ოთახში ესენი, გზა და გზა აფურთხებდნენ, შემოესიენ უკვე სხვებიც და მოხდა ის, რაც ყველამ ვნახეთ.
ამის მერე გაუშვია ესენი, მაინც არ დაიჭირა, ცოტა ხანში, 3-5 წუთში ამათ ამოუგლეჯიათ რაღაც ფილა და უსვრიათ იმ ოთახის შუშისთვის, რომელიც ჩაიმსხვრა.
მაინც არ დაიჭირეს.
10 წუთში "ფეისბუკზე" აისახა მხოლოდ ცემის ფაქტი, დანარჩენი არაფერი - არც რა ხდებოდა მანამდე, არც მერე.
ახლა მითხარით, ორმაგი სტანდარტია? რადგან სმენადაქვეითებულია, ამიტომ ეპატიება? ამოიღონ კადრები, რითაც ეს ყველაფერი ადვილად დადასტურდება.
თუმცა, ქარიშხალს ის კადრები დააწყნარებს, და ეს არ აწყობთ.
ამ ყველაფრის მოწმე ჩემი ოჯახის დამხმარე ქალბატონია, საკუთარი თვალით ნახა ყველაფერი და ხშირად შესწრებია ამ ჯგუფების ვანდალიზმს, ხულიგნობას - საფულეც მოუპარავთ მისთვის". - წერს მანუჩარ პირველი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ამილახვრის ქუჩის მიმდებარედ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობის დემონტაჟი განახორციელა

📌 “82 წლის ასაკშიც მაქვს რეგულარული სექსი, რადგან ეს სასარგებლოა” - ივა ძანიკი

📌 ტროპიკულმა ციკლონმა ანამ სულ მცირე 77 ადამიანი იმსხვერპლა

 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745254584

საზოგადოება

თეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა

 უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...

თეოლოგი ლევან აბაშიძე

1745254500

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე

 საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი

1745254131

ახალი ამბები

თეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე

 უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...

თეოლოგი გიორგი გვასალია

1745250119

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...

პუტინი

1745247202

ახალი ამბები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...

პოლიცია