„სირცხვილიას“ დეზინფორმაციული წერილის შემდეგ MASSIVE ATTACK-მა საქართველოში კონცერტი გააუქმა
„28 ივლისს საქართველოში დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა“, - ამის შესახებ განცხადებას Black Sea Arena „ფეისბუკის“ გვერდზე ავრცელებს.
განცხადებაში კონცერტის გაუქმების მიზეზი არაა ახსნილი, მხოლოდ ის წერია, რომ ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ.
როგორც ცნობილია, 25 აპრილს ჯგუფს ქართველი ხალხის სახელით მოძრაობა „სირცხვილიამ“ მიმართა და Massive Attack-ს მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ „საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას“ და განსჯის საფუძველზე გადადგან საპასუხო ნაბიჯი.
მოძრაობის მიმართვაში საუბარი იყო „ოლიგარქიულ მმართველობაზე“, „აგენტების კანონზე“, საკონსტიტუციო ცვლილებაზე - „ანტი-ლგბტ კანონზე“, „ოფშორების კანონსა“ და „ძალადობრივ რეპრესიებზე“. მათი თქმით, დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლ საზოგადოებას, მთავრობა დემონსტრაციების დროს სისასტიკით პასუხობს.
3 მაისს მუსიკალურმა ჯგუფმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში.
ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისს 21:00 საათზე შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე იყო დაგეგმილი. ჯგუფი მთავრობის მხარდაჭერილი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში უნდა ჩამოსულიყო.
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...
1794680000
სპორტი„არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ წააგებს, ის გამარჯვებულია ჩემთვის და ყველასთვის!“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა საბა ლაზიშვილს
აბუ-დაბიში განვითარებული ხმაურიანი მოვლენებისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ახალგაზრდა ქართველ მოჭიდავეს საბა ლაზიშვილს ემოციური სიტყვით მიმართა. 21 წლის სპორტსმენი იურაია ფეიბ...
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...































