სპორტის სამინისტრო: დავით კაჭარავას შეურაცხყოფა ჩრდილს აყენებს არა მარტო მას, არამედ ქართულ რაგბის, რომელმაც საქართველოს არაერთხელ მოუტანა დიდი სიხარული
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ვეტერან „ბორჯღალოსანს“, ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს, დავით კაჭარავას, მხარდაჭერას უცხადებს და მკაცრად გმობს მის მიმართ სხვადასხვა მედიასაშუალებით თუ სოციალური ქსელით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.
„დავით კაჭარავა „ბორჯღალოსანთა“ იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვებები მოუტანა. დავით კაჭარავა ის მორაგბეა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით ოთხ მსოფლიოს თასზე ითამაშა (2007, 2011, 2015, 2019 წლებში) და საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე ნამიბიასთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში თავისი წვლილი ლელოთი შეიტანა.
ის არის სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 122 თამაში ჩაატარა, 125 ქულა დააგროვა და „ბორჯღალოსნებთან“ ერთად 11-ჯერ მოიგო „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი, სხვა მეტოქეებთან ერთად, რუსეთის ნაკრების დამარცხებითაც.
კაჭარავამ და მისი თაობის მორაგბეებმა ქართული რაგბის განვითარებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს. მათი თავდადების საუკეთესო გამოძახილი იყო შარშან ჩვენი ნაკრების მიერ ორი ელიტური ნაკრების - იტალიისა და უელსის დამარცხება და დღეს ამ ადამიანის შეურაცხყოფა ჩრდილს აყენებს არა მარტო მას, არამედ ქართულ რაგბის, რომელმაც საქართველოს არაერთხელ მოუტანა დიდი სიხარული.
დღეს დავით კაჭარავასა და, საზოგადოდ, ქართულ რაგბის მშვიდი, სტაბილური გარემო სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საფრანგეთში გასამართი (8 სექტემბერი-28 ოქტომბერი) მსოფლიოს თასისთვის საუკეთესო პირობებში მოემზადოს და იქ ქართული რაგბის ახალი ისტორია დაწეროს“, - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
1795366261
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე: ოპოზიციის პროპაგანდით, ცნობად სახეს სრული უფლება ჰქონია, სხვებს მოღალატეები ეძახოს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის“ ყველა თანამშრომელს მოღალატე უწოდა. „ოპოზიციის პროპაგან...
1795364828
ახალი ამბებიშს სამინისტრო ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება
შს სამინისტრო ეხმაურება ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ვიდეომასალას, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამ...
1795363222
მსოფლიოხანძარი ინდონეზიის საკონდიტრო ქარხანაში - არიან დაღუპულები და დაკარგულები
ინდონეზიის ბანტენის პროვინციაში მდებარე საკონდიტრო ქარხანაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 36 თანამშრომელი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ ინფორმაციას guardian-...
1795360795
მსოფლიოWP: ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა
ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში პრინციპულად დათანხმდა უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას იმ პირობით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალი...
1795359169
ახალი ამბებისროლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - დაკავებულია 1 პირი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დე...































