„სვანური დღეების“ ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში სვანური სამართლისა და სვანური ტოპონიმების შესახებ საჯარო ლექციები და დისკუსიები იმართება
ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ საჯარო ლექციებითა და დისკუსიებით გრძელდება, რომელიც სვანურ სამართალსა და სვანურ ტოპონიმებს შეეხება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო ლექცია თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო სამსონიამ ჩაატარა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ამ სამეცნიერო დარგის ყურადღებისათვის.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ივანე ჯავახიშვილის შემდეგ, ჩვენი დარგისთვის ასეთი ყურადღება არავის მიუქცევია. დღევანდელი ჩვენი ლექცია შეეხებოდა სვანურ ტოპონიმებს ლურსმულ ტექსტებში. ძალიან კარგია, რომ საშუალება მოგვცა, ეს ლექცია ჩაგვეტარებინა და საერთოდ, ყურადღება გაამახვილა ჩვენს დარგზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც უნივერსიტეტის დაარსების დღიდანვე არსებობდა. ასეთი ყურადღება ჩვენ არასოდეს გვიგრძვნია. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მეცნიერების მომავალი განვითარებისთვის.
დღევანდელმა ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ძალიან გვიხარია. იმედია, ეს ტრადიცია შემდეგაც გაგრძელდება, რაც უძველეს ლურსმულ დამწერლობებს უკავშირდებოდა, რაც მჭიდრო კავშირშია ქართველურ ენებთან და რაზედაც დგას საერთოდ ჩვენი ცივილიზაცია და კულტურა“, – განაცხადა ნინო სამსონიამ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, რეგიონების კვირეულისა და „სვანური დღეების“ ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული ფოტომასალის გამოფენა შედგება. გამოიფინება ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის ნაწილი.
„რეგიონების კვირეული“ პრეზიდენტის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაციაა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.
ინიციატივის ფარგლებში, პირველად საქართველოს პრეზიდენტის სასახლის სივრცე მთლიანად დაეთმობა საქართველოს ყველა რეგიონს, რომელსაც შესაძლებლობა მიეცემა, წარმოადგინოს საკუთარი თავი, საქმიანობა და მიღწევები. სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
* ბათუმში 15 წლის მოზარდს ტუჩის ფილერი მშობლის ნებართვის გარეშე გაუკეთეს
* "ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, გერმანიაში ვეძებთ ძმას გიორგი ხალვაშს" - ლია ხალვაში
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































