თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მათივე ცნობით, საქართველოსა და იტალიის დედაქალაქების მერებმა ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ურყევია. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა რობერტო გუალტიერის, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო თბილისსა და რომს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. როგორც იცით, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა.
თუ რამე წარმატება გამაჩნია, ეს დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ამ ხალხთან. ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულს და ურთიერთობას.
მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
იმედი მაქვს, მემორანდუმის გაფორმება მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.
თბილისის მერმა წარმატებები უსურვა იტალიის დედაქალაქს საერთაშორისო გამოფენა EXPO 2030-ის მასპინძლობისთვის კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით და გამარჯვება უსურვა.
რომის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისელ კოლეგას ვიზიტისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ EXPO 2030-ის მასპინძლობა მისცემს საშუალებას რომს, კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა სხვადასხვა ქალაქთან, მათ შორის თბილისთან.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო იტალიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი.
იმედი მაქვს, მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოვაწერთ, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს და, განსაკუთრებით, ჩვენს ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებს.
დარწმუნებული ვარ, „ექსპო 2030“ იქნება ერთგვარი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც განვითარდება არა მხოლოდ ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი ურთიერთობები“, – აღნიშნა რობერტო გუალტიერიმ.
რომის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
* გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, მოწმე ვარ ვერ იკვებება
1794748751
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი მეუფე გიორგი ჯამდელიანს: მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ხელისუფლება გააკრიტიკოს, საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ
მეუფე გიორგი, მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ქადაგებისას ქვეყნის პრობლემებზე ისაუბროს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, ისევე, როგორც ამას თქვენც აკეთებთ. საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენს...
1794744258
ახალი ამბებიგია ვოლსკი – „ეკონომიკური ზრდის ანალიზი არა მარტო იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ შეძლო, გაეძლიერებინა თავისი ბიუჯეტი, არამედ იმ ასპექტითაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნა“
რეალურად, ბრიუსელს სურს თავისი პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მოლდოვის, უკრაინის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე. ეს იმდენად აშკარაა, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ამან სერიოზული რყევა გამოი...
1794743907
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ევროკავშირის კვლევებითაც კი მოლდოვას ყველა პარამეტრით ვუსწრებთ, გამოაქვეყნებენ დადებით შედეგებს, შემდეგ დასკვნაში წერენ საპირისპიროს, რაც ორმაგი სტანდარტია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით დადებით შეფასებას ასახავს თავად ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევები, თუმცა საპირისპიროა მოცემული ევროკა...
1794740197
ახალი ამბებიშიო მესამე: ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი
პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ილაპარაკა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში უძღვებოდა. დღესვე სამების ტაძარში საყოველთაო ნ...
1794738083
ახალი ამბებილანჩხუთში მატარებელი ავტომანქანას დაეჯახა – არის მსხვერპლი
ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავგტომანქანის მძღოლი. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაც...































