თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული გ.ს., 2002 წელს დაბადებული გ.ს, 1999 წელს დაბადებული ნ.კ. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1963 წელს დაბადებული რ.გ.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადიდა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ალფა-პვპ", „ბუპრენორფინი", „კლეფედრონი",
„მეთადონი" „ამფეტამინი“, „მეტამფეტამინი“ და „მდმა".

ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პაკეტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745923302

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ტერმინი „უსამშობლო“ არის ყველაზე ზუსტი სიტყვა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ არსს ბოლომდე გამოხატავს და შემთხვევითი არ იყო, რომ ასე, მგზნებარედ ებრძოდნენ ისინი თვით სიტყვა სამშობლოსაც კი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი...

სოზარ სუბარი

1745922958

საზოგადოება

ნიკა გვარამია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: არა, რამდენჯერ უნდა გითხრათ, გამორიცხულია

ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. რეგიონული მდივნების დანიშვნა კი პარტიის გასაძ...

ნიკა გვარამია

1745921084

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა

 იუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.

მერაბ ტურავა

1745921015

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო 13 წლის განმავლობ...

ლევან მაჭავარიანი

1745917707

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი მაყვალა გონაშვილს: თქვენი ახსნა - განმარტებებიდან დგინდება ის, რომ სააკაშვილი იყო დასავლეთის და ამერიკის პროექტი და მათ უნდა გამოეყვანათ „ახალი ქართველი“

 პარტია „ხალხის ძალის“აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თ...

გურამ მაჭარაშვილი