"ტკივილამდე საწყენია ამდენი უზნეობა, უღმერთობა, ფულისა და სავარძლის სიყვარული" - გოგა ჩანადირის მიმართვა საზოგადოებას

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, საზოგადოებას სოციალურ ქსელ ფეისბუკში ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ვრცელი პოსტით მიმართავს.
როგორც ჩანადირი წერს, დღეს ხმამაღლაა სათქმელი, რომ დღეს ქვეყანაში ზნეობის, სინდისისა და სამშობლოს გულწრფელი სიყვარულის ნაკლებობაა.
"ეს იგრძნობა ხელისუფლებაშიც, ოპოზიციაშიც, ამომრჩეველშიც, ეკლესიაშიც, მრევლშიც, მედიაშიც, სასამართლოშიც, ბიზნესშიც, სოფელშიც, ქალაქშიც.
იმდენად ცოტანი არიან ზნეობრივი ადამიანები, რომ მნიშვნელოვან ამინდს ვეღარ ქმნიან.
საწყენია.
ტკივილამდე საწყენია ამდენი უზნეობა, უღმერთობა, ფულისა და სავარძლის სიყვარული, პირადი მიზნების სახელმწიფოს ინტერესებზე წინ დაყენება.
არ გეყოთ ამ ქვეყნის შეჭმა-დაჭმა?
არ გეყოთ ამდენი უზნეობა?
არ გეყოთ პირადი მეს დანაყრება და ანგარება?
გამოფხიზლდით, ქვეყანაა მისახედი, თორემ მოვა დრო, თაობები ამ უზნეობისთვის შეგაფურთხებენ, აუგად მოგიხსენიებენ, შეგაჩვენებენ.
ან შვილებს რას ეუბნებით, როგორ საქართველოს უტოვებთ – უზნეოს, უთავმოყვარეოს, უღირსებოს, უსინდისოს, უთავმოყვარეოს, გადამგდებს, გაღორებულს, ჩაჭაობებულს?
ნუთუ, არ გრცხვენიათ თქვენი ღმერთის, თქვენი შვილების, თქვენი წინაპრების, თქვენი თაობების, თქვენი სინდისის?ზნეობა არ უნდა დავკარგოთ", - წერს ჩანადირი ფეისბუკში.
1745511943
საზოგადოებაგენადი არველაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესს წარმოადგენს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს აგრძელებს. მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ინფორმაციით, კომერციის, სახაზინო და სახელ...
1745509362
საქართველოThe American Conservative: ვაშინგტონმა უნდა გაატაროს სტრატეგიული, ემპათიური ჩართულობისა და თანამშრომლობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობასთან
თუ აშშ-ის სენატს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის მსგავსი კიდევ ერთი ტრაგიკული კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მან უნდა შეწყვიტოს მოსკოვის მეზობლების წახალისება რუსეთის მიმართ არასაჭირო კონფრონტ...
1745507617
საზოგადოებალევან დავითაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრა მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობ...
1745506085
სპორტიეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ქართველი შეჯიბრების ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 2022 და 2024 წლებში ლიპარტელიან...
1745505952
ახალი ამბებიშსს: მიღებული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონ...