ცესკო: 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს - რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში
ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.

11 სექტემბერს იმიტირებული კენჭისყრის პროცესი დაიწყება 11:00 საათიდან და გაგრძელდება 18:00 საათამდე. საარჩევნო ოლქების მიხედვით საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება იმიტირებული კენჭისყრა, განთავსებულია ბმულზე: https://cesko.ge/static/file/202409085742-imitacia.pdf საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესონ ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ  არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1726496687

საზოგადოება

„მადლობა ადამიანობისთვის, წესიერებისთვის, უბრალოებისთვის, სიკეთისთვის…“ - ნიკო ნანიტაშვილი ზურა ბერიკაშვილს ემშვიდობება

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დღეს, 16 სექტემბერს დაკრძალეს - მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიაში მიმდინარეობდა. შეკრებილმა საზოგადოებამ მსახიობი უ...

ნიკო ნანიტაშვილ

1726492238

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1726488509

საზოგადოება

მასშტაბური თაღლითობა თბილისში – სამშენებლო კომპანიის დირექტორი და მოადგილე მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებიც მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა....

ბინა

1726482961

საზოგადოება

57 წლის ვენსან კასელი მამა მეოთხედ გახდება

ცნობილი ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი და მისი 27 წლის პარტნიორი ნარა ბაპტიშტა მშობლები გახდებიან. Daily Mail-ის ცნობით, ორსულობის შესახებ ბაპტიშტამ საზოგადოებას Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოებით აც...

57 წლის ვენსან კასელი მამა მეოთხედ გახდება

1726478167

საზოგადოება

სინოპტიკოსების გაფრთხილება - მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვი...

ამინდი