ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ცესკოს თავმჯდომარე მოადგილესთან და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.
ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს გიორგი კალანდარიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დელეგაციის წევრებისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდების შესახებ.
გიორგი კალანდარიშვილმა მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ობიექტურად, მიუკერძოებლად და დადებითად შეფასებისთვის. როგორც მან აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია გაეცნო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს და ყველა იმ მიგნებასა თუ წუხილს, რომელიც დოკუმენტში არის აღნიშნული. კალანდარიშვილმა დაადასტურა მზაობა, რომ მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ეს იყო პირველი არჩევნები, რომელზეც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით იქნა გამოყენებული და მნიშვნელოვანია ამ პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ობიექტური მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა.
ეუთო/ოდირის მისიას ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი.
შეხვედრა ცესკოში 31 ოქტომბერს გაიმართა.
1794664892
ახალი ამბები15 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში, კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩების მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ას...
1794662651
ახალი ამბებითელავში დედის დაჭრაში ბრალდებულ შვილს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან ს...
1794661737
ახალი ამბებიგივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორ იუ იუნფენგს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებ...
1794659174
ახალი ამბებიმტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს....
1794657757
ახალი ამბებიშიო მესამე: ჩვენ გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით უფალმა შეგვიწყალა, მოგვიყვანა, მოგვიწოდა წმინდა ეკლესიაში სულის გადასარჩენად, საცხონებლად
ჩვენ გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით უფალმა შეგვიწყალა, მოგვიყვანა, მოგვიწოდა წმინდა ეკლესიაში სულის გადასარჩენად, საცხონებლად... ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების ხსენებისა.....































