"წლების განმავლობაში ვწერდი, „ნაციონალები“ დაიშლებიან-მეთქი და აგერ, ბატონო, ფაქტი სახეზეა, როგორც არ შეირყნენ და როგორც არ იშლებიან"
ინტერვიუ არქივიდან გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“. №33, 2009 წლის მაისი.
❓ — ქალბატონო ლელა, თბილისში კვლავ საპროტესტო აქციებია. ოპოზიცია აცხადებს, რომ არავითარ დათმობაზე არ წავა და შეურიგებელი ბრძოლით მიაღწევს მთავარს — პრეზიდენტის გადადგომას. რამდენად ეფექტური იქნება მათი ბრძოლა, რა შედეგი ექნება მას?
❗️— მე წლების განმავლობაში ბევრი რამ ვიწინასწარმეტყველე მთავრობაზეც და ოპოზიციაზეც, წვრილად და მარტივი, გასაგები ენით მაქვს აღწერილი ის მოვლენები, რაც დღეს ხდება და მოხდება ხვალ, რათა განურჩევლად ყველასთვის გასაგები და მისაწვდომი იყოს კოსმიური ინფორმაცია. ამიტომაც ვურჩიე მკითხველს, გადაეხედა ძველი ნომრებისთვის და ამ გზით მიეღო პასუხი კითხვებზე.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი, არავის ინტერესებს არ ვატარებ, მე ვარ ჩემი სამშობლოს — საქართველოს და ქართველების მხარეს და უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვხედავ.
მე იმაზე მაღლა ვდგავარ, ვიდრე ზოგიერთებს წარმოუდგენიათ (არავის ეგონოს, ამბიცია მალაპარაკებს.
მთელი ცხოვრება მოკრძალებული და თავმდაბალი ვიყავი და ასეთიც დავრჩი). პოლიტიკოსები მოვლენ და წავლენ, წინასწარმეტყველება კი დარჩება.
მე ბევრი ოპოზიციონერი გამინაწყენდა და დამიპირისპირდა, როცა ვთქვი, ოპოზიცია დაკარგავს ხალხის მხარდაჭერას-მეთქი.
არადა, ხილული ფაქტია, რომ ამ ადამიანებს დღეს ნამდვილად არ აქვთ ის მხარდაჭერა, რაც შარშან ჰქონდათ.
ის კი არა, ჩემზე განაწყენებულებმა, თითქოს ჩემი ბრალი იყოს მათი რეიტინგის კლება და საზოგადოების მხრიდან ნდობის შესუსტება, მიტინგებზე ჯიბრით ხან ტიტები ააფრიალეს და ხანაც — იასამნები.
არაფერი გამოუვათ, მაინც იები გაიმარჯვებს!
ამ პატარა, სურნელოვან ყვავილებში უზარმაზარი კოსმიური ენერგია დევს, ვინაიდან ისინი უფლისგან არიან ნიშანდასმულნი.
ტიტებისა და იასამნების დრო ჩემს ქვეყანაში არასდროს დადგება. ისინი გადაირეცხებიან და წინასწარმეტყველება ასრულდება ისე, რომ არავის დაეკითხება: იები გაიმარჯვებს!
მათ კი, ვინც იები კუთხეში მიყარა, ასე მიაგდებს ცხოვრება გვერდზე და იცოდნენ ასეთებმა, რა მიზეზით დაემართებათ ის, რაც დაემართებათ. არ მსურს სახელებისა და გვარების დაკონკრეტება, არ მინდა ჩემს გაზეთში მათი ხსენება. მათ ამბიციურ გამონათქვამებს თვითონ კოსმოსი მოუვლის.
საქართველოს ხვალინდელი დღე წინასწარმეტყველების წყალობით არის გაბრწყინებული და თუ რომელიმე შადიმანი ამას ვერ მოესწრო, ეს სულ არ მანაღვლებს.
მით უმეტეს არ მანაღვლებს, თუ ისინი მილიონებს ვერ იშოვნიან. ვაი მათ!
❓— თქვენ ბრძანეთ, დეკლარირებული ერთიანობის მიუხედავად, დღეს ოპოზიცია ვერ გაერთიანდებაო...
❗️— დიახ ვთქვი და ამით ოპოზიციონერების დიდი უკმაყოფილებაც გამოვიწვიე. მაგრამ თვითონ ხომ ყველაზე კარგად იციან, რომ ვერ გაერთიანდებიან, ვერა!
დღევანდელი ოპოზიცია ამ კუთხით „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოჰგავს, გამუდმებით რომ გაჰკიოდნენ, ერთი გუნდი ვართ, მონოლითური, გაუბზარავი და ჩვენ ვერავინ და ვერაფერი შეგვარყევსო.
მე კიდევ წლების განმავლობაში ვწერდი, „ნაციონალები“ დაიშლებიან-მეთქი და აგერ, ბატონო, ფაქტი სახეზეა, როგორც არ შეირყნენ და როგორც არ იშლებიან.
ბარემ იმასაც გაგახსენებ, რომ ჯერ კიდევ 2003 წლის 5 დეკემბერს ვიწინასწარმეტყველე „სამეულის“ დაშლა: „ისინი ინანებენ, რომ გაერთიანდნენ.
დიდი ომი ატყდება, სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდებიან, ერთმანეთის არ ესმით.
ახლა ერთმანეთში იწყებენ ბრძოლას ძალაუფლებისათვის“.
2005 წლის 25 იანვრის ჩანაწერსაც გადახედე:
„სამეულს ძირი ეთხრება, შიგნით დიდი დაძაბულობაა. ისინი სათითაოდ გაქრებიან არენიდან“. აი, ასე გამოიყურება წინასწარმეტყველება, რომელსაც ასევე სკეპტიკურად შეხვდა მაშინ ძალიან ბევრი.
დაბოლოს: გაერთიანებას შეძლებენ ის ოპოზიციონერები, რომლებსაც მე „მეცნიერებს“ ვუწოდებ და რომლებიც ძლიერი ნაბიჯებით მოდიან.
❓— დღეს თითქოს ჰორიზონტზეც არ ჩანს ეს ხალხი და საინტერესოა, საიდან და როგორ უნდა მოგვევლინონ ისინი?
❗️— ყველაფერს თავისი დროა აქვს.
დაჰკრავს ჟამი და, რომ იტყვიან, არსაიდან გამოჩნდებიან „მეცნიერები“ და სათავეში ჩაუდგებიან ოპოზიციას.
აი ისინი იქნებიან ნამდვილი პოლიტიკოსები.
ბევრს არ სურს, დაიჯეროს წინასწარმეტყველება და ყველანაირად ცდილობს, წინ აღუდგეს მას, მაგრამ არაფერი გამოვა.
ერთ მაგალითს მოვიყვან: თუ გახსოვს, როდის ვთქვი, რომ ისრაელის ხელისუფლებაში ბენიამინ ნათანიაჰუ ისევ დაბრუნდება-მეთქი? ეს ყველას ზღაპრად მოეჩვენა მაშინ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია:
ბიბი დაბრუნდა! ამიტომ ვურჩევ ყველას, ისეთი ანალიზებისა და დასკვნების გაკეთებისგან, რომელთაც რეალობასთან არაფერი აქვთ საერთო, თავი შეიკავონ და დაელოდონ მოვლენების განვითარებას.
❓— ამ ბოლო დროს რამდენჯერმე კატეგორიულად გაიმეორეთ წარსულში ნაწინასწარმეტყველები: „საქართველოში ძმათამკვლელი ომი არ იქნება“...
❗️— დიახ, არსებობს სამოქალაქო ომის პროვოცირების სურვილი, მაგრამ ცივი წყალი უნდა გადავასხა ამის მოწადინეთ: ძმათა კვლა აღარ იქნება! სამოქალაქო ომი აღარ იქნება! კოსმოსი ამ სიამოვნებას რუსებს არ მიანიჭებს.
კრემლი ცდილობს, ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში და საკუთარი სცენარით წარმართოს მოვლენები, მაგრამ ნურას უკაცრავად — ეს არ მოხდება!
❓— ქალბატონო ლელა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა სრულად დაადასტურა თქვენს მიერ ჯერ კიდევ 1992 წელს ჩაწერილი და შემდეგ მრავალგზის გამეორებული წინასწარმეტყველება: ამერიკა არაფერს დაუთმობს რუსეთს, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებაში. მიმდინარე წლის მაის-ივნისში ჩვენ ქვეყანაში დაგეგმილი ნატოს წვრთნები ამის, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ხილული დასტურია. ახლა რუსეთი კატეგორიულად მოითხოვს ამერიკისგან, წვრთნები სხვა სახელმწიფოში გადაიტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ამბობენ 7 მაისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე.
❗️— ეს არ მოხდება. ამერიკამ უკან რომ დაიხიოს და გადაწყვეტილება შეცვალოს, მაშინ გამოდის, რომ ის არანაირი ზესახელმწიფო არ არის, ნატოს იმიჯიც ნულს ქვემოთ დაეშვება და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსაც დიდი ეჭვები გაუჩნდებათ მათ სიძლიერესთან დაკავშირებით.
ეს იქნებოდა კრახი და მსოფლიო პირველობისთვის ბრძოლაში რუსეთი დარჩებოდა გამარჯვებული; ის რუსეთი, რომელიც დღეს დაშლის გზაზეა შემდგარი.
ასე რომ, ამერიკა არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობს რუსეთს, არაფრით არ გადაიტანს წვრთნებს.
გაიხსენე, რა დავწერე 2008 წლის 26 ოქტომბერს:
რუსეთი ფიქრობს, დაწყებული ომი განაგრძოს, ანუ თუ ძალიან გაამწარებს დასავლეთი და ამერიკა, მაშინ მთელი სიძულვილი ქართველებზე ამოანთხიოს, მაგრამ დიდი ბოდიში! ვხედავ ნატოს ჯარებს, რომელიც მოულოდნელად ჩნდებიან, რუსებს ეს ინფორმაცია აქვთ და ესეც აჩერებთ-მეთქი. აი, რატომ იბრძვის კრემლი ნატოს ჯარების საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგ.
და მაინც, რუსების გაღიზიანების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ხედავენ, ნატოს ჯარების წვრთნა, ეს არის ახალი ქართული არმიის შექმნა, ანუ ქართული შეიარაღებული ძალები ამერიკის დახმარებით თავიდან იბადება. ეს აგიჟებს მათ და არა ის, რომ ნატო მათ საზღვრებთან ახლოს მართავს წვრთნებს, რაც მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა.
❓— ასე მგონია, ეს წვრთნები სპეციალურად დაიგეგმა საქართველოში.
❗️— სწორედაც, რომ სპეციალურად შეირჩა წვრთნებისთვის საქართველო. ამაში ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროპის ქვეყნებიც ერთსულოვანნი იყვნენ.
ევროპა ამ სახით საკუთარ თავს იცავს რუსეთისგან, რათა მან ბერლინის კედელი სხვა სახელმწიფოებშიც არ წამოჭიმოს თავის ნებაზე.
ევროპას შეურიგებელი პოზიცია უკავია რუსეთთან მიმართებაში. ის იბრძვის იმისთვის, რომ შეასუსტოს რუსეთის გავლენა ევროპაზე, ჩამოართვას მას ჰეგემონის პოზიცია და ამ გზას იგი არ გადაუხვევს.
❓— ქალბატონო ლელა, საქართველოში დაგეგმილ ნატოს წვრთნებში სომხეთიც იღებს მონაწილეობას, რამაც რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია. ამ წუთებში, როცა თქვენთან ინტერვიუს ვიწერ, ტელევიზიით ჟირინოვსკისა და გრიზლოვის კომენტარებს გადმოსცემენ — მუქარით უქნევენ თითს სომხებს.
❗️— ეს არის სომხეთზე წინასწარმეტყველების პირდაპირი ასრულების დასაწყისი. სომხეთს დიდად არ ეხატება რუსეთი გულზე.
ფაქტობრივად, კრემლი მართავს ამ ქვეყანას და ისიც ეძებს გზებს, რათა უმტკივნეულოდ დაიძვრინოს თავი მათი მარწუხებისგან.
სომხეთმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთისთვის დღეს იგი კავკასიაში საჭირო ქვეყანაა, მაგრამ ხვალ ისევე მოისვრის და ააწიოკებს მას, როგორც საქართველო ააწიოკა. უდიდესი სასჯელი კი სომხეთისთვის იქნება ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემა.
რუსეთი, როგორც ნაწინასწარმეტყველებია, შეეცდება საკუთარი გეგმების სისრულეში მოყვანას, მაგრამ განახორციელებს, რომ? მე ვხედავ, რომ სურვილებს ვერ აისრულებს, მაგრამ სომხეთს დარტყმას მაინც მიაყენებს.
❗️❗️❗️ აქვე, რახან სომხეთზე ვსაუბრობთ, მინდა ხაზგასმით გავიმეორო: სომხები იმოძრავებენ იმ გზით, რომლითაც აქამდე მოძრაობდნენ საქართველოს გავლით. გოდერძის უღელტეხილით აჭარაში შესასვლელი მათთვის ჩაკეტილია!
იმასაც ვხედავ, რომ რუსეთის გეგმა — თურქეთისა და სომხეთის როლის გაზრდა კავკასიაში — არ განხორციელდება.
აბა, თქვენ იცით, პოლიტოლოგებო, ეცით ჩემს წინასწარმეტყველებებს და საკუთარი დასკვნებისთვის გამოიყენეთ ისინი. მაგრამ როგორც უნდა გადააკეთოთ, შეცვალოთ ტექსტი, ხალხი მაინც ხვდება, ვის ნათქვამს იმეორებთ.
თუმცა ამას ყველაზე არ ვამბობ. ის, ვინც ამ სიტყვებში არ იგულისხმება, იმ ახალგაზრდა პოლიტოლოგების ერთი პროცენტია, რომლებიც მომწონს მათი ნიჭიერების გამო. ასეთებს ღმერთმა შეარგოს ჩემი წინასწარმეტყველებები პოლიტიკური ანალიზების საკეთებლად.
❓— უკრაინაში ამ წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. გამოკითხვების მიხედვით, დღეისათვის ლიდერობს იანუკოვიჩი...
❗️— მე კარგა ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე იანუკოვიჩის გაპრეზიდენტება და წინასწარმეტყველება უნდა ასრულდეს. თუმცა ახლა იმასაც გეტყვით, რომ ამ პოსტზე იანუკოვიჩის ყოფნას მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ ვხედავ, რადგან დროებითი ხასიათის მატარებელია.
❓— ქალბატონო ლელა, ჩრდილოეთ კორეამ, როგორც 1996 წელს იწინასწარმეტყველეთ, მართლაც შეაშფოთა მსოფლიო საკუთარ არსენალში ბირთვული იარაღის გაჩენით და ახლა ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის მწვავე დაპირისპირება უკვე სახეზეა. ზოგი დასავლელი ექსპერტის აზრით, ჩრდილოეთ კორეისთვის ლაგამის ამოდება მხლოდ კიმ ჩენ ირის ხელისუფლების დამხობითაა შესაძლებელი და ეს თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გააკეთოს.
თქვენ 2007 წლის მარტში, ჩვენი გაზეთის №10-ის ინტერვიუში ასეთი რამ ბრძანეთ: „იმას, რაც ჩრდილოეთ კორეაში მოხდება, პირობითად „ჩრდილოეთის ომს“ დავარქმევ. ეს იქნება შინაომი, მას თავად კორეელი ხალხი წამოიწყებს და შიგნიდან გატეხს ციხეს. ადამიანებს მობეზრდებათ ცხოვრება ჩაკეტილ სამყაროში და ბრძოლას გამოუცხადებენ არსებულ რეჟიმს. ამის შემდეგ, ერთ დროს მთლიანი ქვეყანა, კვლავ გაერთიანდება, ანუ ჩრდილოეთი კვლავ შეუერთდება სამხრეთ კორეას“.
❗️— სხვათა შორის, ყინული უკვე დაიძრა და მომავალში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ წინასწარმეტყველება სიტყვა-სიტყვით სრულდება. ამერიკა გაიმარჯვებს ჩრდილოეთ კორეასთან ჭიდილში...
უნდა ვუთხრა ყველას, რომ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ამ პროცესებიდან გამომდინარე წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი (და სხვა პატარა ქვეყნებისაც).
ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ ის, რაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხდება, თქვენ არ გეხებათ, არც თვალის მიდევნებაა საჭირო და არც ყურადღების გამახვილება მათზე.
❓— საოცარია! სწორედ იმ მომენტში, როცა პასუხში მცირე პაუზა გააკეთეთ, ვფიქრობდი, შეიძლება რომელიმე მკითხველმა თქვას, აბსოლუტურად არ მაინტერესებს ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის ამბები და რა საჭიროა მათზე ამდენი ლაპარაკიო?
❗️— სწორედ ამიტომ ვთქვი ის, რაც ვთქვი: მსოფლიოში მიმდინარე ლამის ყველა პროცესი მნიშვნელოვანია და საჭირბოროტო ჩვენი სამშობლოსთვის.
აქ ერთგვარ ჯაჭვურ რეაქციასთან გვაქვს საქმე:
საქართველოსგან ძალიან შორს მდებარე, ჩვენთან თითქოს არაფრით დაკავშირებული სახელმწიფო კავშირშია იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენთვის სისხლ-ხორცეულად საინტერესოა და მათ შორის არსებული დაძაბულობა თუ კეთილმეგობრული ურთიერთობა აუცილებლად მოახდენს გავლენას ჩვენზეც.
❗️❗️❗️დაბოლოს, მინდა ვუთხრა ჩემს ქართველებს, ჩემს საყვარელ სამშობლოს:
მშვიდად იყავით, არ დაკარგოთ იმედი. ყველა სიკეთე, რაც ნაწინასწარმეტყველები მაქვს, ასრულდება და მომავალში ვხედავ არა ცრემლიან, არამედ გაღიმებულ და ბედნიერ ქართულ სახეებს.
ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონები ჩვენ ვიქნებით, ვიშრომებთ ჩვენთვის და არა სხვისთვის.
ავღორძინდებით, მოვძლიერდებით და ვაიძულებთ საქართველოს მტრებს, პატივი სცენ მას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს.
არ დაივიწყოთ ეს ყოველივე!",- აცხადებს კაკულია.
1732449312
ახალი ამბებიგურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...
1732446829
სოციალური მედიაინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს
ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....
1732441515
ახალი ამბებიროდის დაიწყება ზამთრის არდადეგები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე?
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი სემესტრი 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. 2024-2025 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მეორე სემესტრი 15 იანვარს...
1732437252
ახალი ამბებიშსს: დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს
„24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა, დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ...
1732433757
სოციალური მედია📸 ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა - პატარა სანის ნათლიები ბერა ივანიშვილი და გიორგი ამილახვარი არიან
„ქართული ოცნების” დეპუტატმა და ცნობილმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა. ნათლობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მაია ბიწაძე ავრცელებს. როგორც ნათლობის კადრებში ჩანს პატარ...