"თუ ექიმმა დაადგინა, რომ პაციენტის განზრახვა თვით დაზიანებაა და ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს, სუიციდის თანამონაწილე ხდება" - ნანა გეგეჭკორი კლინიკა "ვივამედის" ხელმძღვანელობას მიმართავს

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი კლინიკა "ვივამედის" ხელმძღვანელობას მიმართავს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას:

"რთულია პროპაგანდის მსხვერპლი სიმართლეში დაარწმუნო, მაგრამ მაინც ვცდი...

როგორც მოვისმინე ყოფილი პრეზიდენტის დიაგნოზი ამ წუთს არის კახექსიის მეოთხე ხარისხი.

ეს პროგნოზულად უმძიმესი დაავადებაა, მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზისა.

გავიმეორებ, რა გინდა რა მიზეზით კახექსიის მეოთხე დონე არის სიკვდილის და ინვალიდობის მაღალი რისკის შემცველი დაავადება.

ამ პირობებში, როცა საქმე გაქვს პაციენტთან სიკვდილის და ინვალიდობის მომატებული რისკით;

ვივამედის ოფიციალური განცხადება "პაციენტი არ იღებს" საკვებს, არის არაეთიკური და ელემენტარულ სამედიცინო ცოდნას მოკლებული.

რას ვაკეთებთ როცა საქმე გვაქვს ანორექსიით დაავადებულ პაციენტთან?

პირველ რიგში ვცდილობთ გავარკვიოთ, ანორექსია არის გამიზნული, გააზრებული ქმედების შედეგი, თუ ის რომელიმე თანმხლები დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია.

იმ შემთხვევაში, თუ გავარკვიეთ რომ პაციენტი შეგნებულად არ იღებს საკვებს, დგება შემდეგი კითხვა, არის თუ არა პაციენტის განზრახვა თვითდაზიანება, სიკვდილი? ანუ არის თუ არა პაციენტი სუიციდალური.

სუიციდის თანამონაწილეობას კრძალავს საქართველოს და მსოფლიოში არსებული ქვეყნების უმრავლესობის კანონმდებლობა.

ანუ, თუ ექიმმა დაადგინა,  რომ პაციენტის განზრახვა თვით დაზიანებაა და ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს, სუიციდის თანამონაწილე ხდება და ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, როცა პაციენტი უარს ამბობს მკურნალობაზე, ან საკვებზე, ექიმის უპირობო ვალდებულებაა ზედმიწევნით ზუსტად შეაფასოს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა და დადოს დასკვნა, არის თუ არა პაციენტი საკმარისად ჯანმრთელი ფსიქიკურად საიმისოდ, რომ კომპლექსური გადაწყვეტილებები მიიღოს.

მკურნალობის, დიაგნოსტიკის ან თვითდაზიანების შესახებ გადაწყვეტილებები კომპლექსურ გადაწყვეტილებებად ითვლება და ამისთვის საჭიროა გარკვეული დონის კოგნიტიური უნარების, მენტალური სტატუსის არსებობა.

ხშირად ფსიქიკის კომპლექსური შეფასება სცილდება ჩვეულებრივი ექიმის კომპეტენციას და ასეთ დროს ვითხოვთ პაციენტის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომელიც ტარდება მხოლოდ ფსიქიატრის და არა რიმელიმე სხვა მკურნალი ექიმის მიერ.

თუ ფსიქიატრი დაადგენს, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან ან პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ისეთია, რომ მას კომპლექსური გადაწყვეტილებების გააზრება და მიღება არ შეუძლია, გამოსაკვლევი პირი ჩაითვლება არაკომპეტენტურად საკუთარი სიცოცხლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ეს უფლება კანონით განსაზღვრულ სხვა პირზე გადადის.

ყველა ქვეყანას კანონით აქვს განსაზღვრული იმ პირების თანმიმდევრობა ვინც უნდა გახდეს შემდეგი თუ რიგის წინა პირი არ არის ხელმისაწვდომი, ან ჩაითვლება, რომ არაკომპეტენტურია რაიმე სამედიცინო თუ იურიდიული მიზეზით. თუ პაციენტის არ ჰყავს გადაწყვეტილების მიმღები პირი, კლინიკის ეთიკის საბჭო იღებს ყველა საჭირო გადაწყვეტილებას, საბჭოს წევრების კონსენსუსით.

მსგავსი შემთხვევები პირადად ხშირად მიმართავს, როცა პაციენტი უარს ამბობს მკურნალობაზე და ირთვება გრძელი ჯაჭვი მოქმედებების, რათა განისაზღვროს ამ უარის მიზეზი და ვიმოქმედოთ პაციენტის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საუკეთესო ინტერესის ფარგლებში.

ყველაფერი რასაც ამ გზაზე აკეთებ, უმცირესი დეტალების გათვალისწინებით უნდა იყოს აღრიცხული პაციენტის სამედიცინო ისტორიაში და მკაცრად უნდა იყოს მითითებული თარიღი და დრო, როდის რას აკეთებდი და იმ წამისთვის რა გადაწყვეტილება იყო ძალაში.

სხვა შემთხვევაში ნებისმიერ გამოსავალზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მკურნალ ექიმს და დანარჩენ სამედიცინო პერსონალს, ვინც პაციენტის მართვაში იყო ჩართული.

უფრო დეტალურად ავხსნი ეს რას ნიშნავს.

ვთქვათ პაციენტი მართლა საკუთარი ნებით შიმშილობს, ის ფსიქიკურად ჯანმრთელია და ამ გადაწყვეტილების სრული უფლება აქვს და ამ დროს დადგა მძიმე შედეგი.

თუ მძიმე შედეგის დადგომის მომენტისთვის (წამის სიზუსტით) მის ამ გადაწყვეტილებაზე და ზემოთ მითითებულ სამედიცინო ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნაზე, ავადმყოფობის ისტორიაში ჩანაწერი არ არის, პასუხისმგებლობა, თუნდაც გააზრებულ შიმშილობაზე, ეკისრება იმ დაწესებულებას სადაც ამბავი ხდებოდა და სადაც დადგა პაციენტის ჯანმრთელობისთვის არასასურველი შედეგი.

ახლა ეს ყველაფერი რომ გადმოვთარგმნოთ ქართულ რეალობაში.

თუ კლინიკა "ვივამედის" განცხადება, პაციენტის მიერ გამოცხადებულ თვითნებურ შიმშილობაზე მართალია და ამის შესახებ ავადმყოფობის ისტორიაში არანაირი ჩანაწერი არ არსებობს, ნაჩვენები არაა ექიმის მოქმედებების ის ლეგალური ჯაჭვი რაც პოსტშია აღწერილი, ნებისმიერი კლინიკური გამოსავალი ამ კლინიკის და ყოფილი პრეზიდენტის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალის იურიდიული პასუხისმგებლობაა.

ის რაც კლინიკის სახელით პირმა ოფიციალურ ბრიფინგზე ილაპარაკა უნდა იყოს ავადმყოფობის ისტორიაში, პაციენტის იქ აღმოჩენის პირველივე დღიდანვე და ასევე ყოველდღიურ სამედიცინო გასინჯვის ოქმს უნდა ახლდეს ჩანაწერი რა შეიცვალა პაციენტის ამ გადაწყვეტილებაში.

ასევე პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაში, ყოველდიურ ჩანაწერს უნდა ახლდეს თან ფიზიკური გამოკვლევის ნაწილი (physical  exam) რაც მენტალური სტატუსის დინამიურ შეფასებასაც გულისხმობს.

მხოლოდ ამ ქმედებების კანონით განსაზღვრული თანმიმდევრობით განხორცილებამ და უმცირესი დეტალების სიზუსტით აღწერამ შეიძლება დაიცვას ექიმი იურიდიული პასუხისმგებლობისგან.

სხვა შემთხვევაში მძიმე კახექსიამდე, პაციენტის, რა გინდა რა მიზეზით მისვლა სწორედ იმ უწყების პასუხისმგებლობაა სადაც ეს პროცესი განვითარდა.

წარმოადგინონ ეს ჩანაწერები, ფსიქიატრის გასინჯვის ოქმები და ასე შემდეგ, რომ განთავისუფლდნენ ამ პასუხისმგებლობისაგან. ამგვარი ჩანაწერები უნდა იყოს დათარიღებული კლინიკაში მოხვედრის პირველივე დღეებით და ასევე დინამიურად უნდა იყოს განმეორებადი ასეთი ხანგრძლივობის ჰოსპიტალიზაციისას.

აქვე ხაზგასმით ვიტყვი ფსიქიატრის გასინჯვის ოქმი უნდა მოიცავდეს მიზანს, რა მიზეზით ჩატარდა ექსპერტიზა. უნდა იყოს მითითებული, რომ მიზანს წარმოადგენდა პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, რათა მას შეძლებოდა კომპექსური სამედიცინო თუ სიცოცხლის რისკის შემცველი გადაწყვეტილებების მიღება.

ასეთია ლეგალური მხარე აბსურდის რაც კლინიკა ვივამედის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააჟღერა", - წერს ნანა გეგეჭკორი.

კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იკვებება იმით, რაც სურს თავად მას.

ასევე დაგაინტერესებთ:

* გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, მოწმე ვარ ვერ იკვებება

* "ვივამედის" კლინიკური დირექტორი: სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793027834

ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. მანამდე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რო...

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნა

1793026872

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. მანამდე პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით...

გიორგი პატარიძე

1793022786

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე, ჩატარდა 9 არჩევნები, ოპოზიციამ შედეგებისა და არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე, მთელ რიგ შემთხვევებში, უარი თქვა და ამ გზით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციური პარტიების მიერ საქართველოს კონ...

არჩილ გორდულაძე

1793021748

ახალი ამბები

მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმ...

მაია ბითაძე

1793020413

საზოგადოება

ფოთში ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან...

შემთხვევები