"თურმე უკრაინა იარაღის მიწოდებას გვთხოვს, სად გვაქვს უკრაინაში გასაგზავნი იარაღი? აგერ ხურვალეთში ვერ დაგვიცვია ხალხი ლეკიანობისაგან"- შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ივანიშვილის მიერ დაქირავებული ფრანგი პენსიონერ-პრეზიდენტი აგრძელებს თავისი მარჩენლის გათეთრებას.
ამჯერად მთლად აიწყვიტა მუხრუჭი და ევროპულ პრესას განუცხადა, რომ თურმე უკრაინა მეორე ფრონტის გახსნასა და იარაღის მიწოდებას გვთხოვს.
მეორე კი არა პირველი ფრონტი აქ რუსეთს უკრაინაზე ადრე 30 წლის წინა აქვს გახსნილი, ტერიტორიები რაც სურდა ივანიშვილმა შემოაღობინა, მთავრობა პუტინის შერჩეულია, სანქციებს არა მარტო არ შევუერთდით არამედ მოსკოვს გზა თუ ფინანსური არხები გაუხსნეს უკრაინაში.
მეტი სისხლის ღვრის უზრუნველსაყოფად და საინტერესოა, რატომ უნდა გააფართოოს კრემლმა ფრონტი ჩვენთან?
და რაც მთავარია გეოპოლიტიკური კანონებით რუსეთი თურქეთთან გარიგების გარეშე საქართველოში ფრონტალურ ომს ვერ დაიწყებს, თურქეთი კი როგორც თუნდაც ნატოს წევრი ამაზე თანხმობას არ მისცემს,ეს გამორიცხულია.
ახლა ოლიგარქის ერთადერთი იმედია ცრუ პოსტულატი----ომს გადაგარჩინეთ---უფასო ფულის ვარიანტში ცდილობენ ხალხს თავში ჩაუჭედონ ეს საუკუნის მორიგი სიცრუე.
იმედია ახლა მაინც არ გამოუვათ გადამრჩენის ცრუ სტატუსის დამკვიდრება.
უკრაინა ითხოვს ამ რეჟიმისაგან ერთადერთს----შეწყვიტონ რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა,სანქციებისგან მისი განბლოკვა და ივანიშვილის რესურსებით უკრაინელი და ქართველი ხალხის ხოცვა.
P.S ამ განცხადებაში საუკუნის ანეკდოტია ისიც, რომ თურმე უკრაინა იარაღის მიწოდებას გვთხოვდეს.
ყვავს რა ჰქონდა ბუს გაქონდაო, სად გვაქვს უკრაინაში გასაგზავნი იარაღი? აგერ ხურვალეთში ვერ დაგვიცვია ხალხი ლეკიანობისაგან", - წერს ნათელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745517412
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როლანდ მესხი მრავალი წლის განმ...
1745515059
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე: ტრამპი აპირებს ამერიკაში მოსახლეობის გაზრდა შობადობის ზრდით შეძლოს და არა - მოსახლეობის იმიგრანტებით შევსებით, რაც სახელმწიფოს ანადგურებს
„დონალდ ტრამპის ამბიციური განაცხადი ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებისას სწორი სტრატეგიაა. ეს არის მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა შობადობის გაზრდის კუთხით და არა - მოსახ...
1745512413
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ, არის მტკნარი სიცრუე და სპეკულაცია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკ...
1745511943
საზოგადოებაგენადი არველაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესს წარმოადგენს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს აგრძელებს. მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ინფორმაციით, კომერციის, სახაზინო და სახელ...
1745509362
საქართველოThe American Conservative: ვაშინგტონმა უნდა გაატაროს სტრატეგიული, ემპათიური ჩართულობისა და თანამშრომლობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობასთან
თუ აშშ-ის სენატს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის მსგავსი კიდევ ერთი ტრაგიკული კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მან უნდა შეწყვიტოს მოსკოვის მეზობლების წახალისება რუსეთის მიმართ არასაჭირო კონფრონტ...