"თვალ-ყური გვადევნეთ, დაგველოდეთ და დაგვთვალეთ, ოღონდ მოიმარჯვეთ ხელში ბევრი კალკულატორი, იმიტომ რომ მთელი საქართველო ჩვენ ვიქნებით" - მთავრობის კანცელარიასთან ენმ-ს აქცია მიმდინარეობს

თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ აქციები მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.

ორგანიზატორების თქმით, პარალელურად აქცია მიმდინარეობს ბათუმსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

„გაძლევთ პირობას, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში მოვალ, ყველა სახლზე დავაკაკუნებ, ყველას დაგელაპარაკებით. საბოლოოდ, მე ვიძლევი პირობას, მე და ჩემი გუნდი ვიქნებით ის ადამიანები, ვინც უზრუნველყოფს მთელი საქართველოდან პროტესტის მობილიზებას დედაქალაქში. ეს იქნება ორგანიზებული, გამარჯვებაზე მოტივირებული ბრძოლა და მოქმედება. დაგველოდეთ და თვალ-ყური გვადევნეთ, დაგველოდეთ და დაგვთვალეთ, ოღონდ მოიმარჯვეთ ხელში ბევრი კალკულატორი იმიტომ, რომ დაგჭირდებათ მალე, იმიტომ რომ მთელი საქართველო ჩვენ ვიქნებით, გავიმარჯვებთ, დავიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს. საქართველოს ივანიშვილის გარეშე გაუმარჯოს! არ დანებდეთ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

აქციას დაესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი გუნდის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში „საჰაერო ძალების თამაშებში“ იასპარეზებენ

* "არა! პუტინის კანონს" – სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების აქცია პარლამენტში   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743615549

სპორტი

ისტორიაში პირველად ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

 ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ზურაბ კინწურ...

ზურაბ კინწურაშვილი

1743613806

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უახლოეს კვირებში გადადგება

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება. ამის შესახებ ინფორ...

ილონ მასკის თქმით, ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა

1743611962

მსოფლიო

ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს

 იტალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს. ჯორჯია მელონის თქმით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა სავაჭრო ომი თავ...

ჯორჯია მელონი

1743611575

ახალი ამბები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

 საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. მომ...

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტ

1743608277

ახალი ამბები

გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვი...

გელა სამხარაული