უჩა მამაცაშვილმა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ სასამართლოში დავა მოიგო
სამოქალაქო სასამართლოში საქმეზე, „უჩა მამაცაშვილი „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ“, მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მამაცაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას ცილისწამებაში ადანაშაულებდა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
პროცესი უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ დასრულდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა განცხადება, რომელიც ორგანიზაციამ მამაცაშვილის წინააღმდეგ გააჟღერა, ცილისმწამებლურია.
მოსამართლემ „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ დააკისრა იმავე ეთერებიდან აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადებები უარყონ.
მამაცაშვილი მოძრაობის სხვადასხვა წევრისგან 50-50 ათასს, ჯამში, 150 ათას ლარს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მათ 5-5 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით,მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი "კვლავაც აგრძელებს თავის ქველმოქმედებას იმ ორგანიზაციის მიმართ, სადაც ეს თანხა ჩაირიცხება"
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბუნებაში არ არსებობდა მტკიცებულებები იმ ბრალდებებისა, რომელსაც ჩვენი მოწინააღმდეგე მხრე აცხადებდა.
ასევე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არ არის „ანტიკორუფციული მოძრაობა“. სინამდვილეში ამ კამპანიის უკან იდგნენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ინტერესები, რაც ჩანს.
ერთი მხრივ, ეს არის კოდუა და მეორე მხრივ, ეს ორგანიზაცია აფილირებულია ბატონ კეზერაშვილთან.
ვფიქრობთ, გადაწყვეტილება სამართლიანი და ობიექტურია.
რაც შეეხება ფულად ნაწილს, ეს ჩვენი ინტერესის მთავარი საგანი არ იყო.
ბატონი უჩა კვლავაც აგრძელებს თავის ქველმოქმედებას იმ ორგანიზაციის მიმართ, სადაც ეს თანხა ჩაირიცხება“, - განაცხადა გიგუაშვილმა.
1795284610
სპორტიალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. 2026 წლის 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში (ABHA Arena) გამართულ ღონისძიებაზე, 3 რაუნდიანი შეხვედრა მექსი...
1795283354
საზოგადოებაგორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ
7 ნოემბერს ნიკა გვარამია პროკურორი რომ იყო და მას რომ არ მოეწონა „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა, ადგნენ და შემოვარდნენ სპეცრაზმით „იმედის“ ტელევიზიაში და ქვა-ქვაზე არ დატოვეს ამ შენობაში, - განაცხადა გა...
1795281903
საზოგადოებალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა
ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი.ან ოჯახებს როგორ დაითვლი, როდესაც საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გ...
1795280910
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას და ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შსს, პარლამენტის დეპუტაცია, უკლებლივ ყველა 4 ოქტომბრის წინ განცხადებებს ვაკეთებდით და ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერს ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს, მაგრა...
1795280410
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე: განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს
განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს, - ასე შეაფასა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუ...


























