"ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას და მეგობარს, ოპერატორს მიშო ბიძინაშვილს" - ოპერატორი ორ მფრინავთან ერთად საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს, სოფელ ასურეთთან დაიღუპა

დღეს ტელეკომპანია „იმედისთვის“ განსაკუთრებით მძიმე დღეა. ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას და მეგობარს, ოპერატორს მიშო ბიძინაშვილს, რომელიც ორ მფრინავთან ერთად საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს, სოფელ ასურეთთან დაიღუპა.

პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის ოპერატორი, ჩვენი მეგობარი მიშო ბიძინაშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. „იმედის“ არქივს შემორჩა მისი არაერთი უნიკალური კადრი. მიშო „იმედთან “ და „იმედის კვირასთან“ ერთად, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი მაყურებლისთვის გამორჩეულ კადრებს ქმნიდა. მორიგი გადაღება კი მიშოსთვის და კიდევ ორი მფრინავისთვის სამწუხაროდ ტრაგიკულად დასრულდა, როდესაც საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე ფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარება სურდათ. საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს. გამოძიება საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. პარალელურად, საქმეს იკვლევს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედმა „საეთერო ბადე დროებით შეცვალა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795366261

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე: ოპოზიციის პროპაგანდით, ცნობად სახეს სრული უფლება ჰქონია, სხვებს მოღალატეები ეძახოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის“ ყველა თანამშრომელს მოღალატე უწოდა. „ოპოზიციის პროპაგან...

ცოტნე ანანიძე

1795364828

ახალი ამბები

შს სამინისტრო ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება

შს სამინისტრო ეხმაურება ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ვიდეომასალას, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამ...

შსს  შსს შსს

1795363222

მსოფლიო

ხანძარი ინდონეზიის საკონდიტრო ქარხანაში - არიან დაღუპულები და დაკარგულები

ინდონეზიის ბანტენის პროვინციაში მდებარე საკონდიტრო ქარხანაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 36 თანამშრომელი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ ინფორმაციას guardian-...

ხანძარი

1795360795

მსოფლიო

WP: ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა

ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში პრინციპულად დათანხმდა უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას იმ პირობით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალი...

ვლადიმერ პუტინი

1795359169

ახალი ამბები

სროლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - დაკავებულია 1 პირი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დე...

ყვითელი ლენტი