„ვულოცავ ჩვენს ღირსეულ, გმირ ოლიმპიელებს ამ უდიდეს გამარჯვებას“ - ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გენო პეტრიაშვილს და ლაშა ტალახაძეს პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლების მოპოვებას ულოცავს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ქართული ოცნება“ ავრცელებს:

„გილოცავთ! საქართველოს კიდევ ორი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი! გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელია ის სპორტული მიღწევები, რასაც კარიერაში ლაშა ტალახაძემ მიაღწია. ჩვენმა ძალოსანმა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორია დაწერა და პარიზში, ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. აღარაფერს ვამბობ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სადაც ჩვენს გმირ ოლიმპიელს 14 ოქროს მედალი აქვს მოგებული. მისი მიღწევები რეკორდების კუთხითაც უნიკალურია. ლაშას ანგარიშზეა მსოფლიო რეკორდი ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.

ლაშა ტალახაძე არა მხოლოდ დიდი სპორტსმენი, არამედ დიდი ადამიანი და ღირსეული, პატრიოტი მამულიშვილია. დიდ მადლობას ვუხდი მას ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩინებისთვის. შვდიგზის ევროპის ჩემპიონიშვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონისამგზის ოლიმპიური ჩემპიონიმსგავსი მიღწევა უნიკალურია სპორტის სამყაროში და თითოეული ჩვენგანისთვის საამაყოა, რომ ამ მიღწევის ავტორი ქართველი ლაშა ტალახაძეა!

ასევე მინდა ოლიმპიური ჩემპიონობა მივულოცო სახელოვან ქართველ ფალავანს, გენო პეტრიაშვილს. ის არის მაგალითი, თუ რა შედეგი მოაქვს უდრეკ ხასიათს და მიზნისკენ სწრაფვას. ბრაზილიაში, რიოს ოლიმპიადაზე მოგებული ბრინჯაოს მედალი, ხოლო შემდეგ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მოპოვებული ვიცე-ჩემპიონობა გენომ პარიზში დამსახურებული ოლიმპიური ჩემპიონობით დააგვირგვინა და მსოფლიოს გასაგონად საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ღირსეულ, გმირ ოლიმპიელებს ამ უდიდეს გამარჯვებას. სასიხარულოა, რომ დღეს, საქართველოს ოლიმპიური გუნდი კიდევ ერთ მედალს გარანტირებულად მოიპოვებს. კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი ფინალურ ორთაბრძოლას გამართავს. წარმატებას ვუსურვებ მცხეთელ ფალავანს. დარწმუნებული ვარ - გამარჯვება და ოქროს მედალი სწორედ გივის და ჩვენ ქვეყანას დარჩება!“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ

1794750294

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

16 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, შპს „თბილსერვის ჯგუფი” ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრ...

საახალწლო ილუმინაციები

1794748751

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი მეუფე გიორგი ჯამდელიანს: მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ხელისუფლება გააკრიტიკოს, საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ

მეუფე გიორგი, მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ქადაგებისას ქვეყნის პრობლემებზე ისაუბროს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, ისევე, როგორც ამას თქვენც აკეთებთ. საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენს...

ნიკოლოზ მეტრეველი

1794744258

ახალი ამბები

გია ვოლსკი – „ეკონომიკური ზრდის ანალიზი არა მარტო იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ შეძლო, გაეძლიერებინა თავისი ბიუჯეტი, არამედ იმ ასპექტითაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნა“

რეალურად, ბრიუსელს სურს თავისი პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მოლდოვის, უკრაინის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე. ეს იმდენად აშკარაა, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ამან სერიოზული რყევა გამოი...

გიორგი ვოლსკ