„ვუსამძიმრებთ ქართულ თეატრალურ საზოგადოებას. ადამიანობის და პროფესიონალიზმის მაგალითი იყო“ – ნოდარ გურაბანიძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში ქართველი თეატრმცოდნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ გურაბანიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს:

„ნოდარ გურაბანიძე, საქართველოს სათეატრო ხელოვნებისა და სათეატრო კრიტიკის პატრიარქი იყო. ის იყო ადამიანობისა და პროფესიონალიზმის საუკეთესო, მისაბაძი მაგალითი. 90 წელს გადაცილებულიც ბევრ ახალგაზრდაზე უკეთ აზროვნებდა და წერდა.

ბატონი ნოდარი იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი. არასდროს გულში ბოროტი არ გაუვლია, არავისთვის განზრახ ცუდი არ გაუკეთებია. პირიქით, ყოველთვის ცდილობდა ყველას დახმარებოდა, გვერდში ამოდგომოდა. ყველაზე მეტად დასაფასებელი კი ისაა, რომ ბატონ ნოდარს ახალგაზრდობა, მომავალი თაობა უყვარდა, აფასებდა, უხაროდა მათი პროფესიული წარმატებები.

არაერთი წიგნის, მონოგრაფიის, კვლევისა თუ რეცენზიის ავტორი ბატონი ნოდარი გახლდათ რუსთაველის პრემიის ლაურეატი (ტრილოგია “რეჟისორი რობერტ სტურუა”, “მიხეილ თუმანიშვილის თეატრი”, “ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე”), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (“სამყარო თეატრის თვალით”, 1998), ნომინაცია წლის საუკეთესო თეორიული ნაშრომის – ორგზის გამარჯვებული (“ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე”, “რეჟისორი გიზო ჟორდანია”).

სხვადასხვა დროს იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ დირექტორი, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების”, შემდეგ „ხელოვნება” მთავარი რედაქტორი. წლების განმავლობაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ და უზარმაზარი წვლილი მიუძღვის თეატრმცოდნეთა არაერთი თაობის აღზრდაში.

ნოდარ გურაბანიძის ბოლო ნამუშევარი, ბრწყინვალე სამტომეული „სამყარო თეატრალის თვალით“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა 2017-2019 წლებში გამოსცა.

უნივერსიტეტის სახელით, უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას“, – წერია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794727540

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...

 დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

1794725695

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...

პოლიციამ განზრახ მკვლელობა

1794723411

ახალი ამბები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...

პოლიტიკოსი

1794723354

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აც...

შალვა პაპუაშვილ

1794722843

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...

ამინდი ამინდი