ჟურნალისტმა თელარა გელანტიამ მთავრობის მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართა
"BMG-ის ჟურნალისტმა თელარა გელანტიამ მთავრობის მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართა", – ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათ სამართლებროვ დახმარებას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) უწევს.
თელარა გელანტია 12 სექტემბერს მთავრობის სხდომის გასაშუქებლად არ დაუშვეს.
BMG წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციას უარი არ უთქვამს ოპერატორის შეშვებაზე და როგორც მათ განემარტათ, აკრძალვა მიემართება მხოლოდ პერსონალურად თელარა გელანტიას და არა ზოგადად ტელევიზიას.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონო და დისკრიმინაციულია და იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ, თანასწორობის ძირითად უფლებასთან და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
"საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, დისკრიმინაციულია განმცხადებლის, როგორც ინდივიდუალური ჟურნალისტის, მიმართ და, მეორე მხრივ, შეიცავს საფრთხეს ინფორმირებული და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის.
კერძოდ, დასაბუთებული და კრიტიკული სიუჟეტების მომზადების გამო ჟურნალისტის დისკრიმინაციამ შესაძლოა მსუსხავი ეფექტი იქონიოს სხვა ჟურნალისტთა საქმიანობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ დისკრიმინაციულ მოპყრობას იყენებს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ფაქტი თავისთავად ქმნის სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ მიბაძვის საფრთხეს, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში“, – აცხადებენ IDFI-ში.
ამავე თემაზე:
1789586275
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თამაზ ბორაშვილი 20 წელია უსაფრთხოების სისტემაშია, პირველი თანამდებობიდან უკვე ხელმძღვანელობამდე, ყველა ეტაპი გავლილი აქვს, ეს მნიშვნელოვანია ინსტიტუციის მდგრადობისა და პროფესიონალიზმისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ცვლილებებისა და ახლად არჩეული ხელმძღვანელის შესახებ ისაუბრა. პაპუაშვილის...
1789585622
მსოფლიოაშშ-მა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ
ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი...
1789583771
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 22:20-ზე ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 20კმ-ში, სოფელი მამიშლარიდა...
1789583127
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს
კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებ...
1789578479
საზოგადოებაკობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს სახანძრო და სამაშველო ინსტიტუტს ესტუმრა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. 15 სექტემბერს, გენერალი კობალაძე და მისი თანმხლები დელეგაცია,...


























