ზვიად შალამბერიძე: უმნიშვნელოვანესი კანონები მივიღეთ და ერთ-ერთია „ფარა“. ძალიან კარგი მაგალითია გუშინდელი აქცია ორგანიზებული ერთ-ერთი „ენჯეოს“ მიერ. ასეთი პრეცედენტები, როდესაც გახდება თვალნათელი, ჩვენი ყველა მოქალაქე გამოიტანს დასკვნას

უმნიშვნელოვანესი კანონები მივიღეთ და ერთ-ერთი მათგანი არის „ფარა“, რომლის მოქმედებაც 60 დღის შემდეგ დაიწყება. რომელიც არის ზუსტი ასლი ამერიკული კანონმდებლობის და ფაქტობრივად, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ არა მარტო მთავრობამ, თითოეულმა ადამიანმა დაინახოს თუ საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური სუბიექტები თუ ის მოძრაობები, რომელიც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან დაორგანიზებული და განხორციელებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ.
მან მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული აქცია მოიყვანა, რომელიც გუშინ გაიმართა. ზვიად შალამბერიძის თქმით, მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროს შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, რათა მან სწორი დასკვნები გამოიტანოს და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღოს.
„ძალიან კარგი მაგალითი გვქონდა ჩვენ გუშინდელი დღე. ჩვენ დავინახეთ, რომ მთლიანად ეს აქცია იყო დაორგანიზებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელიც უშუალოდ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებისგან არის დაფინანსებული. ასეთი პრეცედენტები, როდესაც გახდება თვალნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის, უკვე ჩვენი ყველა მოქალაქე გამოიტანს დასკვნას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია „მაუწყებლის შესახებ“ კანონი, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო.
„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რაც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ყველა აპროტესტებდა იმას, რომ ტყუილების დიდი ნაკადი, რომელიც მოდის ოპოზიციური ტელევიზიებიდან, ამაზე რატომ არ გვაქვს რეაგირება და ა.შ. დღევანდელ დღეს, ერთი მაგალითი, რომ მოვიყვანოთ ნებისმიერ ოპოზიციურ ტელევიზიას შეუძლია გამოაცხოს ურცხვი ტყუილი, რომელიც შეიძლება მიაწოდოს ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა, შემდეგ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი, მოგვყავს ფაქტები და ა.შ. აშუქებენ ის ტელევიზიები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ყველა საკითხს და არ აშუქებენ ის ტელევიზიები, რომლებიც არიან მიკერძოებული. გარკვეულ ჩვენს მოქალაქემდე ეს ფაქტებით უარყოფილი სიცრუე აღარ მიდის. თავისთავად, ჩვენს საზოგადოებას რჩება ის განაცხადა, რომ ვიღაცა რაღაცას აქ არასწორად აკეთებს. აქედან გამომდინარე, მათ შეეზღუდებათ ნებისმიერი სახის ტყუილების თქმა და არა ობიექტური ინფორმაციის გადაცემა“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
პარლამენტმა დღეს რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა. მათ შორის მიიღო კანონი, რომელიც ამერიკული „ფარას“ ანალოგია. ასევე, დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები.
1743615549
სპორტიისტორიაში პირველად ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია
ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ზურაბ კინწურ...
1743613806
მსოფლიოდონალდ ტრამპმა შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უახლოეს კვირებში გადადგება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება. ამის შესახებ ინფორ...
1743611962
მსოფლიოჯორჯია მელონი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს. ჯორჯია მელონის თქმით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა სავაჭრო ომი თავ...
1743611575
ახალი ამბებიდიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. მომ...
1743608277
ახალი ამბებიგელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვი...