"ადამიანები მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან. თან, ბანკირები, პოლიციელები, საჯარო მოხელეები, ლექტორები, ყველა" - ბლოგერი გურამ შეროზია საქართველოდან მასობრივ გადინებაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ბლოგერი გურამ შეროზია, საქართველოდან ადამიანების მასობრივ გადინებას ეხმაურება:

"ადამიანები მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან.

თან, გაგიკვირდებათ და - ბანკირები, პოლიციელები, საჯარო მოხელეები, ლექტორები, ყველა.

ვინმე "გადამყვანს" 12-15 ათასებს უხდიან, რომ მექსიკაში შეაღწიონ, იქიდან კი როგორმე ოცნების ქვეყანაში მოხვდნენ.

ხან რეიდი ემთხვევა, აბრუნებენ, მერე ისევ ცდიან.

მერე რომელიღაც ქვეყანა ბორტზე აღარ უშვებს, გაურკვეველი მიზეზით, ისევ ხარჯები, ისევ გაურკვევლობა.

ხან "გადამყვანია" გადამგდები, ხან რამე სხვა ხდება.

მექსიკაში მოხვედრის მერე ყველაზე დიდი ამბები იწყება.

წელამდე წყალში შეტოპვა, ჩუმი და გრძელი გზა, გზად გვამები შეგხვდებათ, ან ისეთი სანახაობები, რომ ტირილი გინდა, მაგრამ უკან დახევა გვიანია.

მერე ჩაბარება და იქ ლოდინი, გაუსაძლის პორობებში.

ხან მთელი ოჯახები, მცირეწლოვანი შვილებით.

ახლა, კიდევ შერბილებულად ვწერ, რისი გამოვლა უწევთ - ოცნების ქვეყანა აშშ-მდე მოსახვედრად, რომელიც სულ ბოლო გამოსავლად ესახებათ.

ადამიანები მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან.

თან, ეს ყველაფერი წინასწარვე იციან, მაგრამ უღირთ!

წარმოიდგინეთ, აქ რა პირობებში უწევდათ ცხოვრება, რომ ამხელა რამეების გაღება უღირთ, მერე კი ნულიდან იწყებენ ცხოვრებას.

არ ვიცი, რა ვთქვა", - წერს შეროზია.

ასევე დაგაინტერესებთ:

* “ფრთხილად! რომის მეტროში მომპარეს საფულე, დოკუმენტები” - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

* "მრცხვენია, რომ ოდესღაც თქვენ გიჭერდით მხარს" - სოსო გოგაშვილის ვაჟის მიმართვა ხელისუფლებას 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793479650

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ

ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...

ირაკლი კირცხალია

1793477939

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...

ლევან მახაშვილი

1793476610

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...

ირაკლი კირცხალია

1793472591

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი

სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...

ლევან მახაშვილი

1793467771

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა

ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...

ირაკლი კირცხალია