ამისთვის შევარდით საზმაუში? არ სჯობს საკუთარი დაბლოკილი ეთერები გახსნათ და ლაპარაკის დაწყება მოსთხოვოთ მოწვეულ სტუმრებს? - იაგო ხვიჩია

 პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ეხმაურებასაზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ გადაცემას, რომელიც მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტელეკომპანიის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მივიდა პირდაპირი ეთერის მოთხოვნით.

როგორც იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს, გადაცემაში მონაწილე ადამიანები ისეთს არაფერს ამბობენ, რასაც ოპოზიციურ მედიაში ვერ ილაპარაკებდნენ.

იაგო ხვიჩია მათ ურჩევს, „საკუთარი დაბლოკილი ეთერები გახსნან“ და „ლაპარაკის დაწყება მოსთხოვონ იქ მოწვეულ სტუმრებს“.

„ოპოზიციას აქვს, სულ მცირე სამი უფრო პოპულარული არხი, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებელი. სამივეზე განსხვავებული აზრის, იმაზე უარესი ბლოკადაა მოწყობილი ვიდრე ოდესმე ყოფილა საზმაუზე ვასილ მაღლაფერიძის პირობებში. (კომუნისტების დროს რა იყო არ ვიცი) ეს ხალხი ვის ეთერში საჯდომადაც იყო ბრძოლა, ისედაც სულ ეთერებში ზიან და არაფერს ამბობენ. ახლაც დასვეს საზმაუზე და რა? რას ამბობენ ისეთს, რასაც ნაც მედიაში ვერ ილაპარაკებდნენ? ამისთვის შევარდით საზმაუში? ესაა ევროპისთვის ბრძოლა? არ სჯობს საკუთარი დაბლოკილი ეთერები გახსნათ და ლაპარაკის დაწყება მოსთხოვოთ მოწვეულ სტუმრებს? ნაცვლად იმისა, რომ შევარდეთ და, რაც თქვენთან გაქვთ იმნაირი უაზრო კონცერტი მოაწყოთ საზმაუზეც“, - წერს იაგო ხვიჩია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794684214

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...

ზაალ ანჯაფარიძე

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი

1794680000

სპორტი

„არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ წააგებს, ის გამარჯვებულია ჩემთვის და ყველასთვის!“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა საბა ლაზიშვილს

აბუ-დაბიში განვითარებული ხმაურიანი მოვლენებისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ახალგაზრდა ქართველ მოჭიდავეს საბა ლაზიშვილს ემოციური სიტყვით მიმართა. 21 წლის სპორტსმენი იურაია ფეიბ...

 მერაბ დვალიშვილი

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა