ანტიბიოტიკებთან ერთად პროფილაქტიკის მიზნით არავითარი “კუჭის დამცავები” არ გვჭირდება – რა ინფორმაციას ავრცელებს მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

“ჩვენთან ადამიანები იმაზე ბევრად მეტ მედიკამენტს იღებენ, ვიდრე ეს საჭიროა. მაგალითად, როდესაც ანტიბიოტიკს ვნიშნავ, ხშირად მეკითხებიან, რომელი კუჭის დამცავი უნდა მიიღონ ანტიბიოტიკთან ერთად, ანუ ეს იმდენად დამკვიდრებული მოსაზრებაა, რომ პაციენტები ავტომატურად მოელიან “კუჭის დამცავის” დანიშვნას.

ჯერ ერთი, რას ვგულისხმობთ “კუჭის დამცავში”? თუ ლაპარაკია ანტაციდებზე, ანუ სიმჟავის გამანეიტრალებელ მედიკამენტებზე, რომლებიც ძირითადად გულძმარვის დროს გამოიყენება, მათი გამოყენების საჭიროება ანტიბიოტიკებთან ერთად აბსოლუტურად არ არსებობს. პირიქით, ზოგიერთი ანტიბიოტიკის მიღება ანტაციდებთან ერთად მიზანშეწონილი საერთოდ არ არის ან ანტიბიოიტიკთან ერთად მიღება სპეციალური წესით და შუალედის დაცვით უნდა მოხდეს..

თუ ლაპარაკია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებზე (ყველაზე ფართოდ ჩვენთან ამ ჯგუფიდან იყენებენ ომეპრაზოლს, ნექსიუმს და სხვ.), მათი დანიშვნა ანტიბიოტიკებთან ერთად ასევე უსაფუძვლოა (გარდა ჰელიკობაქტერიის მკურნალობისა, რა დროსაც ეს მედიკამენტები ანტიბიოტიკებთან ერთად მკურნალობის სქემაში შედის).

მოკლედ, ანტიბიოტიკებთან ერთად პროფილაქტიკის მიზნით არავითარი “კუჭის დამცავები” არ გვჭირდება, თუ პაციენტს სხვა რაიმე ჩვენებით არ აქვს ეს მედიკამენტები დანიშნული.
ამ პოსტის ქვეშ აუცილებლად გაჩნდება კომენტარები, რომ ექიმებიც ნიშნავენ ამ მიზნით. თუ ეს ასეა, მაინც გავიმეორებ, რომ ეს არ არის სწორი.” - წერს მაია ბუწაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 მძიმე ისტორია: „მივედი უჯრა გამოვაღე და არც ერთი ცენტი, ჩამოვჯექი და იცით მართლა ვიგრძენი გახრწნილი სულის სუნი“ - ქალი ქმარმა ემიგრაციაში ჩვილ შვილთან ერთად მიატოვა

🔵  „ვინც ეს წაკლა და არარაობა აქ შემოუშვა არის ქვეყნის მოღალატე და ქვეყნის მტერი“ - „დედაენის“ მენეჯერმა სობჩაკი ბარში არ შეუშვა

🔵 „არანაირი წყალი არანაირი კილომეტრები და არც ღამე გადავსულვარ“ - რას წერს ქალი, რომელიც ამერიკაში მექსიკიდან ე.წ. „გადამყვანების“ გარეშე ჩავიდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794740197

ახალი ამბები

შიო მესამე: ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი

პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ილაპარაკა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში უძღვებოდა. დღესვე სამების ტაძარში საყოველთაო ნ...

შიო მესამე:

1794738083

ახალი ამბები

ლანჩხუთში მატარებელი ავტომანქანას დაეჯახა – არის მსხვერპლი

ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავგტომანქანის მძღოლი. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაც...

ავტომანქანას დაეჯახა

1794736175

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სერ ბანი იასის ფორუმში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონა...

მაკა ბოჭორიშვილ

1794734788

ახალი ამბები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...

მარნეულის მუნიციპალიტეტი

1794733725

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...

აშშ -ს პრეზიდენტი