"არ გაბედოს ვინმემ დამედევნოსო, მსგავსი ამბავი მარტო კინოში თუ მინახავს" - ზურა შევარდნაძე ქორწილიდან გაქცეული პატარძლის უცნაურ ისტორიას აქვეყნებს
ფლორისტი, “გარდენიას” დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში უცნაური ქორწილის შესახებ წერს, რომელიც მის ბაღში გაიმართა:
“მსგავსი ამბავი მარტო კინოში თუ მინახავს, მგონი იქაც არა..
ჯერ გაზაფხული იყო ახალგაზრდა, ლამაზი წყვილი მოვიდა ბაღში საქორწილო წვეულების პირობების შესატყობად.
ვისაუბრეთ, გავიგე მათი სურვილები, მოთხოვნები, რა და როგორ წარმოედგინათ.
შემდეგ შეხვედრაზე მშობლები მოიყვანეს, შევთანხმდით, დავგეგმეთ, ავეწყვეთ.
სექტემბერში დავჯავშნეთ შაბათი დღე, როგორც ხდება ხოლმე ხშირად, მშობლებმა გადაიხადეს ყველაფერი.
მას შემდეგ შეყვარებულ წყვილს სამჯერ კიდევ შევხვდით, ყვავილის ფერი, გირლიანდის ფორმა, მუსიკალური პროგრამა, შუშხუნები ტორტის გაჭრისას, მენიუს დეტალები, განათება, გახმოვანება, საქორწილო ფოტოსესიის წვრილმანები, ფოტაგადაღებისთვის გვირგვინის და თაგულის ზომა და ფერიც კი შევათანხმეთ.
ღვინო კახელმა ბიძამ ითავა საკუთარი მარნიდან.
უშველებელი, ლამაზი ჟოლოს ტორტი თავად დაუკვეთეს ცნობილ მცხობელს.
დადგა ნანატრი დღე, 80 სტუმარი ბიჭის მხრიდან ცოტა ნაკლები გოგოს მხრიდან.
გავშალეთ, მოვფურჩქნეთ, მოვაკრუჭუნეთ...
უკრავს ფონური მუსიკა, ბენდი მზადაა, ფოტოგრაფები მზად არიან, სამზარეულო სრულ მზადყოფნაშია, ელავს ბროლის ჭურჭელი, ყვავილი ბრდღვიალებს, ხელის მოწერის საცერემონიოდ სივრცე გაფუშფუშებულია, ლიმონისფერი ყვავილი ჭარბობს, ასე ისურვეს..
მობრძანდნენ სტუმრები, მიმტანები მიეგებნენ ლანგრებზე ჩაცივებული შუშხუნა ღვინით.
მოაქვთ და ერთ კუთხეში აგროვებენ საჩუქრებს.
მეფე პატარძალი იგვიანებს.
18 საათზე ვიყავით შეთანხმებულები რომ მოვლენ ჯვრისწერიდან.
გახდა 7 საათი, მზარეულები ბობოქრობენ, რას ვიზამთ ხდება ხოლმე..
გახდა რვისნახევარი, აჩოჩქოლდნენ სტუმრები, მოვიდნენ, მოვიდნენ…
როიალთან დაჯდა მუსიკოსი, მოემზადნენ მევიოლინეები, არ შემოდიან… დაბნელდასავით, ავანთეთ ჭაღები.
უცნაური დაძაბულობაა, გამოჩნდა სიძე, შემოეხვივნენ.
პატარძალი არ შემოდის, ბაღის შემოსასვლელში ზის სალაროს ოთახში.
მიაკითხეს, არის გნიასი, არ შემოდის, არ შემოდის.
სიძე ხან სტუმრებთან მოდის ხან პატარძალთან გარბის.
ღელავს დედა, სადედამთილო იღრინება, ვერაფრით არწმუნებენ რომ შემოვიდეს.
აღარაა საშველი, ჩავერიე, მივაკითხე, მოვეფერე, შევაქე, ვთხოვე მარიამ, გელოდებით მობრძანდით, უხერხულია ისე , ასე, ვერაფერი, სიტყვასაც არ ძრავს.. სიძემ რა ქნას აღარ იცის, ვერაფერს ვშველით..
არ გასულა ოცი წუთი პატარძალს მოაკითხა გამოძახებულმა მანქანამ, შემოგვიბრუნდა უმისამართოდ თქვა:
ბებია მომენატრა, ქუთაისში მივდივარ, არ გაბედოს ვინმემ დამედევნოს ან იქ ჩამომაკითხოსო, გვირგვინი და ფატა მოიხსნა, ბუჩქზე მიაკიდა და წავიდა..
არასდროს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ, ყველა დაიბნა, დადუმდა.. ვერავინ ვერც ვერაფერი ქნა ვერც ვერაფერი თქვა.
ლუკმა რაა ის არავის აუღია, ჭიქა წყალი რაა ისიც არავის დაულევია.
როდის წავიდა სტუმრები ჩუმად, უსიტყვოდ დარცხვენილი ვერ გავიგეთ, დავრჩით გაოცებული, დაზაფრული.
ქალბატონმა ნინომ რომელიც რიტუალების სასახლიდან მოდის ხოლმე ცერემონიის ჩასატარებლად თქვა: ოცდაათი წელია ქორწინების სასახლეში ვმუშაობ, რაღა არ მინახავს, რას არ შევსწრებივარ, არაკებად შემიძლია გიამბოთ მაგრამ ასეთი არაფერი შემხვედრიაო.
არ ვიცი, ვერაფერს ვამბობ, რამდენიმე დღე გავიდა და მაინც ვერაფერს ვამბობ.
ყველაფერი ხდება.
პურმარილი მოხუცთა თავშესაფარში მივიტანეთ გვიან ღამით დიდი ყუთებით", – წერს ზურა შევარდნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...
1793477939
საზოგადოებალევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...
1793476610
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...




























