"არაფერი უარი არ უთქვამს TBC ბანკს! დღეს ჩვეულებრივად იდგნენ რუსები რიგში, ანგარიშის გასახსნელად“ - სოციალური მედია

"არაფერი უარი არ უთქვამს TBC ბანკს! დღეს ჩვეულებრივად იდგნენ რუსები რიგში, ანგარიშის გასახსნელად. უფრო სამწუხარო ისაა, რომ ყველას ქართველი ახლდა თან, ისიც ანგარიშის გასახსნელად. ყოველ შემთხვევაში, რუსებს რომ ვერ მოეხერხებინათ ანგარიშის გახსნა, ქართველის სახელზე გახსნილი ანგარიშით ესარგებლათ. ვინც ახლა სახლებს ყიდით ან აქირავებთ, ყველა დახოცილი ბავშვების ხარჯზე შოულობთ ფულს და ხართ ჩვეულებრივი მოროდიორები!!!!"

ამ შინაარსის ტექსტს, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“, პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი, ქეთი ლობჟანიძე აქვეყნებს.

„ეს, „ფრენდმა“  დამიწერა და ვაზიარებ, კომენტარში რომ არ დაიკარგოს! თბს-იმ უარი უთხრა რუსებს ანგარიშის გახსნაზე და უცებ წამოიმართა კრებითი შადიმანების ლეგიონი, ეხმარება ოკუპანტ ერს და ანგარიშს უხსნის თავის სახელზე. არც კი ვიცი, რა ვთქვა!
საქართველო ყველაზე ხშირად მარცხდებოდა შიდა გამყიდველების მიზეზით! რამდენ ვერცხლად უნდა მიეყიდო საერთო მტერს, რომ გიღირდეს ამხელა ცოდვის გაზიარებად?! ეს პარაზიტები წითელ მოედანზე უნდა აპროტესტებდნენ ომს!
ქართველის მხრიდან დღეს პუტინის ამომრჩევლისადმი შემწყნარებლობა არის ბოროტების მხარეს დგომა, უკრაინელების გენოციდისა და ქვეყნის ნგრევაზე პასუხისმგებლობის გაზიარება, მოგვიანებით საქართველოში რუსული ტანკების შემოსვლისთვის ნიადაგის მომზადება!

ახლა მაინტერესებს, რა მიზნით უნდა აკეთებდეს ამას ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქე, რა ფენომენია - სიბრიყვე, მონობა, მავნებლობა თუ ორიგინალურობის მცდელობა!

მე არც რუსოფობი ვარ, არც ქსენოფობი და არც ფაშიზმში გადავარდნას ვემხრობი! ჯერ უკრაინის ტრაგედიას განვიცდი საკუთარივით, მერე ამორალურად მიმაჩნია სანქციებს არმიერთება, რუსს უნდა შეექმნას დისკომფორტი, რომ გაბედოს დიქტატორის ჩამოგდება, რაც დაამთავრებდა ომს და ბოლოს, არ მინდა აქ დამკვიდრებული რუსების "დაცვის" საბაბით რუსული ტანკების შემოჭრა!
მოკლედ, დავიწყოთ იმ ვაი-ქართველების აქ გამოჭენება, ვინც რაიმე ფორმით ეხმარება მტერს!“ - წერს ქეთი ლობჟანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის მიზეზს, მცირეწლოვან ბავშვებს პროპაგანდისტული ანიმაციური ფილმით უხსნის

📌 რა შემთხვევაში შეწყვეტს რუსეთი ომს? - პესკოვი კრემლის პირობებს ასახელებს

📌 "ერთი მხრივ უკრაინაში დარჩენა და ქმართან ახლოს ყოფნა მინდოდა და მეორე მხრივ 6 თვის შვილის უსაფრთხოებაზე უნდა მეზრუნა"- საბერძნეთში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილის ემოციური ინტერვიუ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792837832

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი

1792833199

ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

1792830142

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...

დაკავება

1792827581

ახალი ამბები

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...

პროკურატურა