არასდროს დამავიწყდება და ნურც ნურავის დაავიწყდება, რომ ... - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი?

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბოლო ცნობებს აქვეყნებს და წერს: 

"აბა დილა მშვიდობისა მეგობრებო! გუშინ კიდევ 10-მდე ავტობუსით მოხდა მარიუპოლის გმირი დამცველების გაყვანა რუსების მიერ დროებით კონტროლირებად იელენოვკას ტერიტორიაზე, მაგრამ აზოვსტალში ჯერ კიდევ რჩებიან აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, 36 ქვეითთა ბრიგადის ხელმძღვანელი ვოლინა და სხვა მებრძოლები! მიუხედავად ურდოსტანში ატეხილი პროპაგანდისტული ჭყლოპინისა, რომელსაც ენერგიულად აყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებული კრიახისტებიც, მე დღეს, ამ წუთს, ამ წამს, ვიდრე აზოვსტალის ჩვენების მიერ კონტროლის ბოლო საათებია, ჯერ ერთი დავწერ, რომ:
ლეგენდარული მარიუპოლი გმირულად სასწაულებრივად დგას!
- ვილოცებ როგორც შემიძლია და ილოცეთ თქვენც რომ აზოვსტალიდან გამოსული უკლებლივ ყველა მებრძოლი უსწრაფესად დაბრუნდეს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე!
- არასდროს დამავიწყდება და ნურც ნურავის დაავიწყდება, რომ თუ ზაპოროჟიე, ხარკოვი ან სულაც კიევი დღეს თავისუფალია, დღეს თუ ყველა ომში გარდატეხაზე საუბრობს, ეს სწორედ ამ მიწაზე მოსიარულე ზე-ადამიანების დამსახურებაა! დიდება გმირებს!
დაწვრილებით სულ მალე, 10.30-დან "რონდელის მსოფლიო რადარით" ნინო გელაშვილთან ერთად "დილის საუბრებში" მოგიყვებით ცხელ ცხელ ამბებს რადიო პალიტრას ფმ 103.9 ტალღაზე და რადიო თავისუფლების ფბ გვერდებზე, მანამდე კი გეტყვით, რომ:
უკრაინა იმარჯვებს! შინ და გარეთაც! დონეცკის მიმართულებაზე ახალ-ახალ დასახლებებს ათავისუფლებენ ჩვენები!
ხარკოვის მიმართულებაზე ისე უტევენ, რომ ურდომ თავისი სასაზღვრო ტერიტორიების დაცვის გაძლიერება დაიწყო!
ლუჰანსკზეც გვიტევდნენ, გვიტევდნენ და ისევ მოხვდათ დინგში!
ხერსონის ოლქში ყოველ დღე რუსული ტყვია წამლის მარაგების ფოიერვერკია!
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში პარტიზანებმა ურდოს მსხვილი ღლავები გაანადგურეს!
დღეს განახლებულ სტატისტიკაში იქნება 28000 განადგურებული ორკი! დამწვარ ტანკებს და მძიმე ტექნიკას კიდევ მიემატა 20-მდე ერთეული!
ზელენსკი ესაუბრა გერმანელ შოლცს და ფრანგ მაკრონს; სიტყვით მიმართა კანის კინოფესტივალს და გააკეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება!დღეს დასავლეთის ფრონტზეც ბევრი მაგარი რამე ხდება და აღმოსავლეთისაზეც!
ევროკომისია უკრაინის რეაბილიტაციის სტრატეგიულ დოკუმენტს დაამტკიცებს; ასევე საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობის დეტალურ გეგმას! ნატოში ოფიციალურად შევა ფინეთის და შვედეთის განაცხადი! ცნობილია თურქეთის მოთხოვნებიც!
მათხუარი ურდოსები კაპიტულაციისთვის ავტოტრენინგის ტარებას შეუდგნენ, მარა მარგოიე კახპა სიმონიანის დაფეხვილი კურო ტიგრანჩიკა კეოსაიანი უშნოდ არის შეჩენილი ყაზახებს!

აშკარად რაღაც ატკინეს ყაზახებმა ოდესღაც! თუ დააკვირდებით, სულ უფრო უფერული, დაბალ ტონალობაში ჩასული და დრამატული ხდება ურდოსტანის პროპაგანდისტული "პერედაჩები"! აქაურმა ჭყვიტინა პროპაგანდონებმაც რო გაანალიზოთ, არ გაწყენდათ, იმიტომ რომ:
უკრაინა იმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!",-წერს, ბუკა პეტრიაშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

🔵"აზოვსტალიდან" ევაკურიებული მებრძოლების ნაწილი ოლენივკაში, საპატიმროში მიიყვანეს - უკრაინული მედია

🔵არამგონია, რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება - ანდრია ჯაღმაიძე, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

🔵იტალია - სასიამოვნო სიახლე მოყვარული მუსიკოსი ემიგრანტებისთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792775479

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ბათუმში,ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა. მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის სტრატ...

მაკა ბოჭორიშვილი

1792774130

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო და მეტად ასაბუთებენ

„თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თა...

არჩილ გორდულაძე

1792770023

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...

ირაკლი კობახიძე

1792768841

საზოგადოება

ირაკლი ხელაძე: სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა რა სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში

„სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რ...

ირაკლი ხელაძე

1792767151

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ირაკლი ქადაგიშვილი თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობ...

მარიამ ლაშხი