ასეთი ერთობა ქართველებს აქ რომ გვაქვს ამერიკის ვარსკვლავის გვერდზე, ისე ნეტაი სხვა ბრძოლებში გვქონდეს - ემიგრანტი ექიმი
აშშ-ში მცხოვრები ექიმი, მარინა ძაგნიძე სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძის შესახებ პოსტს ავრცელებს.
"ნუცა ბუზალაძე ჩემთვის აღმოჩენაა, რომელიც ამერიკული მეგაპროექტი American Idol-დან გავიცანი, სუპერტალანტი, სცენისთვის დაბადებული და უკვე შემდგარი ვარსკვლავი.
ამ პროექტში წელს პირველად დაუშვეს საერთაშორისო შემსრულებლები და მონაწილეობდა ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ბოლო 24 შემსრულებელში მხოლოდ ჩვენი ქართველი ნუცა შემორჩა. ნუცასაც ახლა ეცნობა ამერიკა. ამ პროექტის გვერდზე "მესამე მსოფლიო ომია" ატეხილი საქართველოს და ამერიკას შორის ამერიკელები აკრიტიკებენ ორი რამის გამო: ის რომ ამერიკელი არაა და მეორე-atitude აქვსო და სუპერ კომპეტენტურიაო.
ასეთი ერთობა ქართველებს აქ რომ გვაქვს ამერიკის ვარსკვლავის გვერდზე, ისე ნეტაი სხვა ბრძოლებში გვქონდეს. ვისაც არ გვეზრება დავზდევთ ნუცას ნეგატიურ კომენტარებს და ტროლებივით "ვაჩმორებთ" ამერიკელებს :)) წინა გამოსვლაზე უფრო მეტი ამბავი იყო, ამ დილით გადავხედე კომენტარებს და უფრო დამთბარია სიტუაცია. ნელ-ნელა მსმენელი და მაყურებელი გაიცნობს მის ხასიათს, ეგრეთწოდებულ - პერსონალითის და ჩვენსავით შეიყვარებს მას. ამ გამოსვლაზე ამერიკელებიდან გაცილებით დამთბარი კომენტარებია და ის სუპერ პოპულარულია. მისი გამოსვლა 936-ჯერ გააზიარა ადამიანებმა, სხვების-12, 14-ჯერ. ამითაც ჩანს მისი პოპულარობა. ქართველებს ახლა გვმართებს დიდი ერთიანობა, დაუზარებლად უნდა მივცეთ ხმა მას.
ნუცას პირადმა მეგობრებმა კი უნდა ურჩიონ, რომ აჩვენოს ამერიკელებს მისი თბილი და მიწაზე დაშვებული ხასიათი. გამოსვლაში უნდა იყოს ლომი და აფთარი, მაგრამ პირად სცენებში თბილი, ტკბილი და უნდა აატიროს მსმენელები, ამერიკელებს უყვართ სიმპათიები და პირადული ისტორიები, თუ როგორ გახდი არაფრისგან ყველაფერი.
ნუცას ამის დრო ექნება, მჯერა დიდხანს იქნება კონკურსში. საბოლოო ჯამში ამერიკელებმა უნდა შეიყვარონ ნუცა და ვიმედოვნებ, რომ მისი წარმომადგენლები ურჩევენ ამას.
Nutsa Buzaladze, You are already my superstar !
განსაკუთრებით ბოლოში ქართულად რომ მიმართა დედას დიდი ამერიკის ეკრანიდან, დავიშალე მარტივ მამრავლებად და მეც დავიწყე ტირილი. ნუცა უკვე ჩვენი შვილია და გამარჯვებები მოგველოცოს, შვილო".
1794733725
მსოფლიოჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...
1794727872
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...
1794727540
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...
1794725695
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...
1794723411
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...































