"ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის...მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ" - პეტრე კოლხი
"ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის...მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ" - ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
"ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის.
👨👩👧👦ასწავლეთ, რომ ყველას არ გააჩნია თავშესაფარი, რომ ყველა არ სწავლობს კერძო სკოლაში, რომ ყველა ვერ ყიდულობს ,,ბიგ მაკს", ან ,,ჩიზ ქეიქს"...
👨👩👧👦ასწავლეთ, რომ ბევრი იმიტომ ვერ დადის სკოლაში, ფეხსაცმელი გაუცვდა.
👨👩👧👦ასწავლეთ, რომ ქალაქში ცხოვრება არ არის უპირატესობა, ასწავლეთ, რომ სოფელში ყოფნა არ ნიშნავს პროვინციალიზმს.
👨👩👧👦ასწავლეთ შვილებს, რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია, რომ დაცინვა კომპლექსია და არა უპირატესობის ნიშანი.
👨👩👧👦ასწავლეთ, რომ სიყვარული ყველაზე დიდი განძია, რაც ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია... ასწავლეთ, რომ ერთგულება რჩეულთა ხვედრია...
👪ასწავლეთ ვაჟებს, რომ ხშირად აჩუქონ გოგონებს ყვავილები, თუნდაც მინდვრის...
👨👩👧ასწავლეთ გოგონებს, რაც უფრო მოუწვდომელი იქნებიან, ბიჭები უფრო დააფასებენ...
👨👩👧👦ასწავლეთ შვილებს, რომ ტაძრების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება მარტო არ არის სულიერება, მთავარი მცნებების დაცვაა...
👨👩👧👦ასწავლეთ, რომ ლუკმა მშიერს გაუყონ და არასდროს იტრაბახონ ,,ადიდასის" ქურთუკით, თუ სხვას სცივა...
👨👩👧👦ასწავლეთ, რომ ამპარტავანი ადამიანი ღვთისათვის მიუღებელია...
👨👩👧👦ასწავლეთ შვილებს, რომ მათი დანიშნულება მხოლოდ სიკეთის კეთებაა...
👨👩👧👦ასწავლეთ, რომ ნებისმიერ გამვლელს მიესალმონ და გაუღიმონ...
👨👩👧👦ასწავლეთ, რომ უპატრონო საფლავებს მოუარონ...
👨👩👧👦ასწავლეთ, რომ შუქნიშანთან მდგარი მოხუცი, გზის მეორე მხარეს გადააცილონ...
👨👩👧👦ასწავლეთ, რომ სხვების წარმატება უხაროდეთ, რომ მეგობრები ფულის, მშობლების გავლენის მიხედვით არ შეარჩიონ, რომ არავინ სძულდეთ...
👨👩👧👦ასწავლეთ... მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ!" - წერს მამა პეტრე.
1792827581
ახალი ამბებისასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...
1792825861
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...
1792823174
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...
1792821976
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში
24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...
1792787300
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...






























