„ჩემი პოზიცია არ ემთხვევა იმ პოზიციას რა პოზიციაც დაფიქსირდა, გარდა ამისა, სცენა არ მგონია, რომ პოლიტიკური განცხადებების ადგილია“ - ანრი ბიბინეიშვილი „თუმანიშვილის თეატრის“ ცალკეული მსახიობების პროტესტზე

„სპექტაკლში “მეფე ლირი” ვმონაწილეობ თავად და “პაკლონიდან” გავედი. ყველას აზრს პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მას! თუმცა ამ უკანასკნლეში, ჩემი აზრი არ ემთხვეოდა სხვების პოზიციას და ამიტომ ხელი რომ არ შემეშალა, თავად ვარჩიე გავსულიყავი “პაკლონიდან,“ - ამის შესახებ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი, სოციალურ ქსელში წერს.

მსახიობის თქმით, მისი პოზიცია არ ემთხვევა იმ კოლეგების პოზიციას, რომლებმაც “გამჭვივრალობის კანონის” საწინააღმდეგო ბანერები გაშალეს სცენაზე, გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ სცენა არ არის პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი.

„ბევრი მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად თავად დავწერ ჩემს გვერდზე ჩემი მეგობრებისა თუ გულშემატკივართათვის!

სპექტაკლში „მეფე ლირი” ვმონაწილეობ თავად და “პაკლონიდან” გავედი. ყველას აზრს პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მას! თუმცა ამ უკანასკნლეში, ჩემი აზრი არ ემთხვეოდა სხვების პოზიციას და ამიტომ ხელი რომ არ შემეშალა, თავად ვარჩიე გავსულიყავი “პაკლონიდან”. ჩემი გასვლა არამგონია გმირობის ტოლფასი იყოს, რადგან გმირობა საერთოდ სხვა ღირებულების და სიღრმის მქონე სიტყვაა თავისი მნიშვნელობით. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ნათელია ყველასთვის!

პირადად მე, მხოლოდ ორ რეჟიმს მოვესწარი: პირველში დავიბადე და არ მახსოვს, თუმცა ვიცი ბევრი მასზე და აღარასდროს განმეორდება, მეორე კი, საკუთარ თავზე გამოვცადე (2004-2012) და მაშინ, რომ ბევრი ჩუმად იყო, მე და ჩემნაირები ვიცავდით ამ ქვეყანას მართლა რეჟიმისგან! ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა! ისინი ჩემი კოლეგები არიან, მეგობრები და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მიყვარს თითოეული და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ ყველას. უბრალოდ ჩემი პოზიცია არ ემთხვევა იმ პოზიციას რა პოზიციაც დაფიქსირდა. გარდა ამისა, სცენა არ მგონია, რომ პოლიტიკური განცხადებების ადგილია. პოლიტიკური სათქმელი შეიძლება თქვას რეჟისორმა და მსახიობმა საქმით, სპექტაკლით! მოქალაქეობრივი პოზიციისთვის არსებობს სხვა არა ერთი ადგილი და არსად არავინ იზღუდება. ამიტომ ვერ და არ ვიზიარებ ამ პროტესტს: 1 - არ ვეთანხმები იმ შინაარსს რაც აღმართულია სცენაზე ბანერების სახით და 2 - სცენა არ მიმაჩნია, რომ ამისთვისაა.

მინდა გთხოვოთ ყველას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თხოვნას ყურად იღებთ! ჩემს მეგობრებს, კოლეგებს თუ არ ეთანხმებით, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას.  ყველას თავისი აზრით და გზით გაგვიმარჯოს! “ - წერს ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი.
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745780914

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ და თავის პატრონებს, რომლებიც უცხოეთიდან მათ მხარს უჭერენ, მაქსიმალურად რთავენ იმ პროცესებში, რომ გარკვეულ ვიზიტებს ხელი შეეშალოს

ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, ისტერიამდე მიდიან და თავის პატრონებს, რომლებიც უცხოეთიდან მათ მხარს უჭერენ, მაქსიმალურად რთავენ იმ პროცესებში, რომ გარკვეულ ვიზიტებს ხელი შეეშალოს, თუმცა...

გივი მიქანაძე

1745778671

ახალი ამბები

ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 2 ადამიანი

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველე...

პოლიციამ დააკავა

1745777706

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო 4 წლის განმავლობაში გვქონდა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სამეულში ვართ

განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, როდესაც დოლარში საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა, ორჯერ და მეტად გაიზარდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...

 ირაკლი კობახიძე

1745776862

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ

 საზოგადოების დიდ ნაწილს კიდევ სჯეროდა, რომ არსებობდა რაღაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს, უჩა ნანუაშვილს თუ ნებისმიერ სხვას, ქართული გვარის მატარებელ უსამშობლოებს ვუწოდებდ...

გია ვოლსკი

1745773595

საზოგადოება

პრემიერი: ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, - ამის შესახებ საქართვე...

ირაკლი კობახიძე