ჩვენ გამოვიარეთ დრო როდესაც ჩვილი არ ითვლებოდა ადამიანად - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"გუშინ, ევროპული საქართველოს თანამოაზრეების ჯგუფში დაიწყო დისკუსია აბორტზე.
ჯერ კიდევ მიდის, უგრძესი დისკუსიაა.
ჯერეგერთიც, გამიხარდა საბაზისო საკითხზე კამათი, ამ უაზრო იერალაშში.
მეორე ის, რომ კამათი არ ყოფილა იმაზე უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი.
ვერ ავკრძალავთ .
კამათი იყო იმაზე, არის თუ არა ზიგოტა/ემბრიონი ადამიანი.
ჩემი აზრი მრავალი წელია ერთია და ნათელი - ზიგოტაც ადამიანია, განვითარების ადრეულ ეტაპზე.
მაგრამ ეს აზრი უხერხული აზრია.
ისმის კითხვა, თუ ადამიანია, მაშინ აბორტს რატომ არ ვკრძალავთ?
იმიტომ, რომ წესს ვერ დავიცავთ და უამრავი ადამიანი დამატებით მოკვდება.
(აქაც არსებობს კონტრარგუმენტი - მკვლელობასაც ვერ აღკვეთ ბოლომდე, მაგრამ ხომ აკრძალულია?)
მაგრამ აქ სხვა პრობლემაა - არაა სამყარო შეთანხმებული იმაზე, რომ ზიგოტაც ადამიანია.
ჩვენ გამოვიარეთ დრო, როცა ყველა კაცი ადამიანი არ იყო - ზოგი მონა იყო და უფლებები არ ჰქონდა.
ჩვენ გამოვიარეთ დრო როდესაც ქალი არ იყო ადამიანი, ზოგგან ქმართან ერთად ცოცხალსაც მარხავდნენ, არც უფლებები ჰქონდა და ამ პროცესს ახლაც გავდივართ - ახლაც გვიწევს მტკიცება რომ ქალი მეორეხარისხოვანი არსება არაა.
ჩვენ გამოვიარეთ დრო როდესაც ჩვილი არ ითვლებოდა ადამიანად - არც მათ სიცოცხლეს ედო ფასი.
რასაც ვუყურებთ - ისტორიულად - ადამიანის ცნება ფართოვდება.
ამიტომ მგონია რომ ის კიდევ უფრო გაფართოვდება, ადრე იქნება, თუ გვიან და ზიგოტასაც მოიცავს.
დღეს ზიგოტის განადგურების უფლება ქალის უფლებად აღიქმება და მისი თავისუფლების საკითხია.
როდესაც ქალების სრული ემანსიპაცია მოხდება, ზიგოტაც გაადამიანდება.
ასე ვხედავ",-წერს, ჩერგოლეიშვილი.
1792830142
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...
1792827581
ახალი ამბებისასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...
1792825861
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...
1792823174
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...
1792821976
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში
24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...































