„ჩვენ თვალწინ არაკაცურად დახვრიტეს, დიახ, პირდაპირ ზურგიდან მიპარული ათეული ტყვია ესროლეს...“ - მამა იოანე ნიკო კვარაცხელიაზე

რომის სამრევლოს წინამძღვარი, იოანე ხელაია სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ ერთი წელი გავიდა,ჩემი ოქროს ბიჭის ნიკოს მკვლელობიდან.

როგორ მახსოვს, დილით ტელევიზიებმა გადმოსცეს ნიკოზე თავდასხმა.

მას ცხრა ტყვია აქვს მოხვედრილი და დაჭრილი ნიკო კვარაცხელია გადაყვანილია საავადმყოფოში, უტარდება სასწრაფო ოპერაციაო.

საღამომდე როგორ ველოდებოდი მის გადარჩენას.

კადრების ნახვის მერე მთელი სხეული გამეყინა. ვერც ვიტირე…

ჩანს, ცრემლიც არ მქონდა, ისეთი გაყინული ვიყავი.ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი.

ყველანაირად ავიყვანე თავი ხელში, რომ სახლში რამე არ დამემტვრია.

უდანაშაულო სისხლი, ნათელი მომავალი, სიკეთის და წესიერების განსახიერება. ჩვენ თვალწინ არაკაცურად დახვრიტეს, დიახ, პირდაპირ ზურგიდან მიპარული ათეული ტყვია ესროლეს.

ჩვენ თვალწინ მოკლეს ნათელი მომავალი, ნიჭი და პატიოსნება.

ნიკო, შენი ლამაზი და უდანაშაულო სული უფალთან იქნება და ილოცებს ჩვენზე, თავის ოჯახის წევრებზე და საყვარელ ადამიანებზე.

ვაი მათ, ვინც ეს დაგეგმა და  ამდენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა იტვირთა.

ღმერთმა გიშველოთ ყველას და სინანულის ცრემლები მოგცეთ.

ნიკო, შენი ლამაზი უკვდავი სული აცხონოს უფალმა. მიყვარდი! მაგრამ, გარდაცვალების მერე ასმაგად შეგიყვარე“, - წერს მამა იოანე.

ასევე საინტერესოა:

🔵  „პირველობის მანიაკური ჯიბრით შეპყრობილი ბოკერიას „ხლართებით“ ძალიან დაიღალა ხალხი“ - რას წერს თაკო ჩარკვიანი

🔵 Reuters: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებებს 212 ადამიანი ემსხვერპლა

🔵  დაიწვა ორი სახლი და დამხმარე ნაგებობები - ხანძარი ხულოში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793515656

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...

დაკავება და ბორკილები

1793513051

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...

ამინდი ამინდი

1793479650

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ

ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...

ირაკლი კირცხალია

1793477939

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...

ლევან მახაშვილი

1793476610

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...

ირაკლი კირცხალია