„დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტად დაფიქსირების გზაზე ისტორიული ნაბიჯია“ - ლუკა ეხვაია ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებაზე

პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ევროპელი ბიუროკრატებისა და პოლიტიკოსების ნაწილის შანტაჟის და შეურაცხყოფის ფონზე, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.

მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ზეიმობს ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვების და საერთაშორისო ურთიერთობების ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბების დასაწყისს, მეორე ნაწილი კი გლოვობს, რადგან პოლიტიკური შანტაჟის და დესტაბილიზაციის მთავარი ინსტრუმენტი გამოსტაცეს. ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ დასავლეთის უპირობო მომსახურება სარფიანი აღარ იქნება. 

„საზოგადოების დიდი ნაწილი ზეიმობს იმას, რასაც დიდი ხანი ელოდა, სუვერენისტული რიტორიკის პრაქტიკაში დანერგვისა და გადმოტანის დასაწყისს, რაც ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტად დაფიქსირების გზაზე ისტორიული ნაბიჯია.

მეორე ნაწილი კი გლოვობს, მათ ხელიდან პოლიტიკური შანტაჟისა და შიდა დესტაბილიზაციის დათესვის მთავარი ინსტრუმენტი, „კანდიდატის სტატუსის“ თემა გამოსტაცეს და რაც მათთვის კიდევ უფრო ტრაგიკულია - ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის უპირობო მსახურება სარფიანი საქმიანობა აღარ იქნება“, - წერს ლუკა ეხვაია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795360795

მსოფლიო

WP: ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა

ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში პრინციპულად დათანხმდა უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას იმ პირობით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალი...

ვლადიმერ პუტინი

1795359169

ახალი ამბები

სროლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - დაკავებულია 1 პირი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დე...

ყვითელი ლენტი

1795358403

ახალი ამბები

გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს

„თავისთავად რუსეთში გამართული კონცერტი არავის აქცევს სამშობლოს მოღალატედ, მაგრამ როცა ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრა...

გიორგი კალანდია

1795355338

ახალი ამბები

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, სულ მცირე, 8 ავტომანქანა დაზიანდა. ინფორმაცია დაშავებულ...

პოლიცია პოლიცია

1795353692

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ

„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან...

კირცხალია