„ფეხად მიმასწრო ვინცხა ახალგაზრდა კაცმა, 6 კილო იყიდა და იმ მაღაზიაში მეტი არ იყო შაქარი. კი შევეხვეწე სიარული არ შემიძლია-მეთქი მარა ვერ დამითმო ერთი კილო“ - სოციალური მედია
„საშინლად გულნატკენი ვარ და უნდა დავწერო. წვიმდა, ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოვედი, მოხუცი ბაბუ იდგა ქოლგას ვერ ხსნიდა, დაგეხმარებიმეთქი, გაგახარებს ღმერთი ბაბუაო.“ - წერს ოზურგეთელი მარიკა მიქატაძე.
„თან აკანკალებდა, ვინ იცის ციოდა თუ შიოდა. რამე ხომ არ გინდა ბაბუ-მეთქი ვკითხე. არა ბაბუა, რამ წამომათრია ბერიკაცი მარა შაქარი და თუთუნი მინდოდაო, ფეხად მიმასწრო ვინცხა ახალგაზრდა კაცმა, 6 კილო იყიდა და იმ მაღაზიაში მეტი არ იყო შაქარი. კი შევეხვეწე სიარული არ შემიძლია-მეთქი მარა ვერ დამითმო ერთი კილო. თურმე გაწვეტილა ყველგან და რაფერ დამითმობდა. იმის მერე მევიარე ყველაფერი და არაა არსადო.
გული კინაღამ ამომივარდა. გამიმართლა, 2 კგ. შაქარი მქონდა ნაყიდი. - მე მოგცემ ბაბუ-მეთქი, არაო გადაირია, მერე ფულს მაძლევდა, რომ არ გამოვართვი ტირილი დაიწყო. სად ცხოვრობ-მეთქი ვკითხე, არ უთქვამს გაუჩერებლად მლოცავდა. დავემშვიდობე და წამოვედი მისი ლოცვა მომყვებოდა.
ახლა მე მაკანკალებდა ბრაზით. იმ ახალგაზრდა კაცზე ვბრაზობდი. ნეტა მამა ან ბაბუა არ ჰყავდა არასდროს? ან ადამიანის სისხლი აქვს? ან ღმერთის არსებობა იცის?
მერე გამახსენდა რამდენიმე დღის, წინ ვიდეო ვნახე უკრაინაში ვიღაც ბიჭი პურს არიგებდა და ყველა უკრაინელი თითო პურს ართმევდა.
იქ ომია.....
ჩვენთან?...
რა გვემართება?“ - წერს მარიკა მიქატაძე.
სხვა სიახლეები:
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792835414
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს
„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...
1792833199
ახალი ამბებიეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...
1792830142
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...
1792827581
ახალი ამბებისასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...































