"იატაკი 6 სანტიმეტრით დაშორებულია კედლებისგან, სახლი პრაქტიკულად ჰაერში დგას და პიზის კოშკივით გადახრილია!!!! 12 წელზე მეტია ველოდებით სახლის გამაგრებას" - სოციალური მედია

სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" მომხმარებელი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ავარიული სახლის გამაგრებაში დაეხმარონ. როგორც პოსტის ავტორი წერს, ავარიული სახლის გამაგრებას უკვე 12 წელია ითხოვს:
"გამარჯობა, იქნებ ვინმეს შეუძლია ჩემი დაკვალიანება, ვცხოვრობ იტალიურ ეზოში და უკვე ბოლო 12 წელზე მეტია ველოდებით სახლის გამაგრებას) ამ 12 წლის განმავლობაში პასუხისმგებელი პირები სხვადასხვა მიზეზით ცდილობენ ჩვენს "არ" დახმარებას, იმიზეზებდნენ იმასაც რომ ბინა ეკუთვნის ძეგლთა დაცვას (რაც აბსურდია რადგან მესამე სართული დაშენებაა) და ხელს ვერ მოკიდებდნენ რეკონსტრუქციისთვის.
მიზეზი ჰქონდათ ისიც, რომ პროექტი არასწორად იყო შედგენილი და ყოველ ჯერზე, მაშინაც კი როცა სამეზობლო მზად იყო ფული შეეგროვებინა - უარით გვიშვებდნენ.
ვიტყვი იმასაც, რომ მეზობლები თავადვე მიდიოდნენ გამგეობაში და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გვაბუნძულებდნენ უკან...ახლაც რამდენიმე თვის წინ იყვნენ გამგეობიდან და ისევ არანაირი შედეგი გარდა დაძაბულობისა მცხოვრებლებისთვის!
სახლი არის კატასტროფულად ავარიული, იყო შემთხვევები როდესაც კედლები გარედან ჩამონგრეულა და საფრთხე შეუქმნია ქუჩაში მოსიარულეთათვისაც (გვერდით სკოლაა და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის).
დასუფთავების სამსახური მანქანა რომ მოძრაობს მაშინაც კი სახლი ქანაობს და კედლები ყოველ ჯერზე იბზარება.
დიდუბე-ჩუღურეთის მხარე განსაკუთრებით ცნობილია თავისი ძველი სახლებით და ყველასთვის ცნობილია არაერთი ფატალური შემთხვევა, რომელიც ზუსტად ავარიულ ბინებს უკავშირდება!!!!
ვიწერები ამას რადგან მსგავს სახლში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია ასეულობით ადამიანისთვის, რადგან ოჯახებით ცხოვრობს აქ ხალხი.
იატაკი 6 სანტიმეტრით დაშორებულია კედლებისგან, სახლი პრაქტიკულად ჰაერში დგას და პიზის კოშკივით გადახრილია!!!!ვის მივმართო? რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?ფოტოები კონკრეტულად ჩემი ბინიდან არის, იმის ნახევარიც არ მაქვს გადაღებული რაც სახლებში ხდება ....", - წერს ფეისბუკმომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745164477
მსოფლიოაშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...
1745160046
მსოფლიოPolitico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ
ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...
1745153818
მსოფლიოვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა
კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...
1745152346
მსოფლიოღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...
1745148150
მსოფლიოკიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...