ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს უმძიმეს ბრალდებას უყენებს - „ავტოავარიაში კაცი რომ მოკალი და საქმე ჩაგიფარცხეს“
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც დღეს ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, უმძიმეს ბრალდებას უყენებს.
„გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ჩემს საქმესაც იხილავს. ამას წინათ უკრაინაში ომში ყოფნის დროს, რომ ჩამინიშნა პროცესი, პოსტით ვიხუმრე ჩამოვიდე და დავესწო თუ გავუშვა "რუსკი კარაბლის" მიმართულებით მეთქი.
წაუკითხავს, "იკაცა" და ადვოკატის პირით, მუქარანარევი ტონით შემომითვალა "ჩვენც ხალხნი ვართ" და ნუ გაგვაბრაზებსო.
ეჰ ჩემო ლაშა, ნეტავ მართლა რამეს წყვეტდე და მთლად შენზე იყოს დამოკიდებული ჩემი თუ გვარამიას საქმის ბედი.
არ ვიცოდეთ მაინც, რა კვერცხ@ით ჰყავხარ ივანიშვილს და სისტემას დაჭერილი - რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაში კაცი რომ მოკალი და საქმე ჩაგიფარცხეს.
ისიც ვიცით შენს ძმას შსს დროდადრო ნარკოტიკზე თუ მსგავსზე რომ იჭერს და უშვებს.
დრონი მეფობენ და არა მეფენი. მით უმეტეს მონები ვერასდროს მეფობენ, ყველამ დაიმახსოვროს.“- წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ასევე საინტერესოა:
🔵 „ჩემს შვილებს ვეტყვი, როდესაც სკოლიდან გამოვლენ - რომ გამაგრდნენ“ - ნიკა გვარამიას მეუღლე
1792785150
საზოგადოებაეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?
რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გ...
1792783053
საზოგადოებაევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე
„ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია, „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა“, - ამის შესახებ ერთო...
1792781543
სპორტისაბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინაა...
1792779921
ახალი ამბებიცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინის...
1792777866
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს უნგრ...



























