„მეგი დე, ღმერთმა ნათელში მიმყოფოს შენი და შენი ძამიკოს სული“ - გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი

27 წლის გარდაცვლილი მედდის მეგი გოცირიძის დედა ემოციურ წერილს აქვეყნებს.

„მეგი დე, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო, 

დღეს გავიდა ერთი წელი როცა უკანასკნელად ნახე მამა დედმამიშვილები დიშვილები ავთო ძია

შემდეგ წახვედი და გაიხურე შენი მშობლიური სახლის კარები.

როცა უკანასკნელად მელაპარაკე. უკანასკნელად მითხარი დე ძალიან მენატრებიო.

ნახევარი საათი ვილაპარაკეთ და მაინც არ გინდოდა რომ ტელეფონი გამეთიშა ნეტა რისი თქმა გინდოდა. 

შემპირდი რომ ხვალ დაგირეკავო ნემსს, რომ გავიკეთებო და გელოდებოდი დღესაც გელოდები მე ხომ ყოველდღე გირეკავ, მაგრამ დუმს შენი ტელეფონი, აღარ მესმის შენი წკრიალა ხმა.

როცა იაკობმა დაგვტოვა მაშინ ყველა ჩემს გვერდით იყავით ახლა კი მარტო ვარ და ძალიან მიჭირს მაგრამ ასე მგონია გულის მაგივრად ქვა მიდევს მკერდში რომ ამ ტკივილს ვუძლებ.

დედმამიშვილის სიყვარული მე არ გამომიცდია მშობლებმაც ადრე დამტოვეს. ქმარ-შვილით ვხარობდი და ეს სიხარულიც არ დამცალდა.

ღმერთმა ნათელში მიმყოფოს შენი და შენი ძამიკოს სული.“, -  წერს  ირმა ტეფნაძე.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი მეგი გოცირიძე, რომელსაც "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ომი და პროვოკაციები გაწყობთ თქვენ, რადგან სხვანაირად ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებთ!“ - კახა ასკურავა მთავრობას

🔵 „სააკაშვილი და ზელენსკი ლაჩარი და ნაძირალაა! შენ გაგიმარჯოს, ირაკლი ღარიბაშვილო!“ - ხათუნა ხოფერია

🔵 „ხალხის უმრავლესობა გადარჩა, დაიღუპნენ ისინი, ვინც ზემოთ იყვნენ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791471649

ახალი ამბები

პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველო-თურქეთს შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე. აკინ გურლეკთან შეხვედრა სამართლის საერთაშორისო სამიტის...

პაატა სალია

1791470677

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთ...

მარიამ ქვრივიშვილი

1791469309

საზოგადოება

აკაკი ალადაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: თუ იქნება სამართლიანი, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული მიდგომა, დადებითი ტენდენციებიც გვექნება ურთიერთობაში

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ქართული მხარე...

აკაკი ალადაშვილი

1791468879

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ცენტრში სასწავლო პრ...

მარიამ ქვრივიშვილი

1791467835

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...

მარიამ ქვრივიშვილი