"მივიღე წერილი იურისტისაგან, რომელიც მატყობინებს, რომ ქალბატონი ნოიმანის ანდერძის სიაში ვარ მოხსენიებული" - ზურა შევარდნაძე
ვინც მიცნობს ყველამ იცის რომ დიდი ტყავის ჩანთით დავდივარ.
რა მილაგია, რას დავატერებ ეს ცალკე ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით, დღეს მისი უცნაური წარმომავლობის შესახებ გიამბობთ.
15 წლის წინ მიუნხენში ძველმანების ბაზრობაზე ვიყიდე ძველი, სასკოლო, ტყავის ჩანთა. სამხრეები მოვხსენი, გავწმინდე და მას მერე ბედნიერად ვიყენებ. შიგნითა მხარეს ტყავზე მელნით აწერია Ziglinde Neuman, Schteinekschtrase 171....
არ დამეზარა, დავწერე მოკლე წერილი და გავგზავნე ფოსტით "ქალბატონო ზიგლინდე, მე თქვენი ყოფილი სასკოლო ჩანთა ბაზრობაზე შევიძინე, ვცხოვრობ საქარათველოში, თბილისში, ვარ მებაღე, კმაყოფილი და მადლიერი ვარ..."
სამი თვის შემდეგ წერილი დამიბრუნდა უკან, სხვა საპასუხო წერილთან ერთად. "ბატონო შევარდნაძე, თქვენი წერილის ადრესატი, ქალბატონი ნოიმანი 35 წელია აღარ ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ მე ვცინობ მის შვილს, თუ სურვილი გექნებათ შემიძლია თქვენი წერილი მას გავუგზავნო..."
აზარტული ადამიანი არ ვარ მაგრამ არ გავჩერდი. გავგზავნე წერილი ახალი წერილით უკან. "რასაკვირველია მადლიერი დაგრჩებით.."
რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ვიღებ ქალბატონი ნოიმანის ვაჟიშვილისაგან წერილს, "ბატონო შევარდნაძე, მე არ ვიცი რა გაკავშირებთ დედაჩემთან, მაგრამ თუ ისურვებთ შემიძლია თქვენი წერილი გავუგზავნო მას. დედა უკვე მეშვიდე წელია ცხოვრობს "სინიორენჰაუსში"".
(მხოლოდ გერმანელებს შეუძლიათ ასე.)
არ დავიზარე "ბატონო ჰოლცმან, მადლიერი დაგრჩებით..."
იმ წლის ბოლოს, ახალი წლის წინ მივიღე ქალბატონი ნოიმანის თბილი, ემოციური პასუხი.. კულტურულად, ლამაზად წერს თავის ბავშვობაზე, სკოლაზე, გავლილ რთულ და საინტერესო ცხოვრებაზე.
რა თქმა უნდა ვუპასუხე, მიპასუხა... საინტერესოა ცხოვრება... ვფიქრობ ეს წერილი დაბეჭდვას, გასაჯაროებას იმსახურებს..
გაზაფხულზე მიუნხენში ჩავედი, დარჩენილი გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი. ჩემს მასპინძელს, მეგობარს ვთხოვე:
-ანდრეას, გამყევი მოხუცებულთა სახლში, მეგობარი უნდა მოვინახულო. გავაკვირვე ადამიანი.. შევკარი მოკრძალებული, ფერადი ბაიების თაიგული და ვეწვიე ქალბატონ ზიგლინდეს ჩანთით მხარზე. სიტყვებით ძნელია გადმოვცე ემოცია, არც შევეცდები.
დავმეგობრდით, მიუნხენში თუ ჩავდივარ მასთან სტუმრობა ერთ-ერთი აუცილებელი და სასიამოვნო ამბავია. "სინიორენჰაუზის" კაფეტერიაში ვხვდებით და ბევრ საინტერესო რამეზე ვსაუბრობთ, იქ უკვე ყველა მიცნობს, მელოდებიან. ათი წელი მაინც გავიდა ამ უცნაური მეგობრობიდან.
შარშან გაგანია პანდემიის დროს მივიღე მეილი, იურისტისაგან, რომელიც მატყობინებს, რომ ქალბატონი ნოიმანის ანდერძის სიაში ვარ მოხსენიებული რიგით მეშვიდე. იმ დღესვე მივწერე ვაჟიშვილს სადაც ვწერდი, რომ თავს უხერხულად ვგრძნობ, არ მინდა მათთან , შვილებთან უსიამოვნება და ასე შემდეგ.
ქალბატონი სულ მეუბნებოდა, რომ ღირსეული სამი შვილი გაზარდა. მათი პასუხით ეს ჩემთვის დადასტურდა.
ვაჟიშვილი მემადლიერება ინფორმაციისთვის და მპასუხობს. "გავაცანი თქვენი წერილი ჩემს ორივე დას. მინდა გიპასუხოთ ჩვენი, სამივეს სახელით. ბატონო შევარდნაძე, დედას სიტყვას და მის გადაწყვეტილებას ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და ვასრულებდით. ასეა ახლაც მისი ღრმა მოხუცებულობისადა მიუხედავად, მისი სიტყვა ჩვენთვის კანონია, ასე ისურვა? ესეიგი ასეა საჭირო...."
არ ვიცი (ამის კითხვა ძალიან უხერხულია) ქალბატონი ზიგლინდესაგან სასახლეს მივიღებ მემკვიდრეობით მიუნხენში, თუ ერთ წინდას ან წიგნს, მაგრამ ეს ამბავი რჩება ჩემთვის ამ ერის, ამ ხალხის განსაკუთრებულობის მაგალითად..
რამდენი რამ მასწავლეს, რამდენი...
რა მაგის პასუხია და ჩანთა ისეთი ხარისხისაა კიდევ ჩემი და ზიგლინდესნაირს ცხრას მოახუცებს)))
#GardeniaShevardnadze
ფოტო #ზაქრიაჭელიძე

1794505910
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ადამიანების წამება ხდებოდა ხელისუფლების სახელით, ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს
კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
1794505514
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან
„ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან. ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან და არაერთია ასეთი პოლიტიკური...
1794504268
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხები განვიხილეთ
EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, მქონდა ორმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხ...
1794503477
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ამერიკელ მომლაპარაკებლებს მოვუწოდებ, გაარკვიონ, ევროპულ სახელმწიფოებს მშვიდობა სურთ თუ ომი
„მოვუწოდებ ამერიკელ მომლაპარაკებლებს, გაარკვიონ, ევროპულ სახელმწიფოებს მშვიდობა სურთ თუ ომი“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან...
1794502511
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე შევხვდით, გავესაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ აღნიშნეს საქართველოს განსაკუთრებული განვითარება და წარმატება
კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი სხვადასხვა თემაზე, ვთანხმდები, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი უნდა იყოს ყველაზე მიმზიდველი, - ამის შესახებ საქართვე...































