"მოსაყდრე" მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, რადგან პატრიარქი ისედაც უკვე იზოლირებული ჰყავთ" - არჩილ გამზარდია

"მოსაყდრე" მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, რადგან პატრიარქი ისედაც უკვე იზოლირებული ჰყავთ",- ამის შესახებ ჟურნალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.

"საპატრიარქოს ინფორმაციით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძეს დამოუკიდებლად სასულიერო პირების ხელდასხმის უფლება აღარ აქვს და საპატრიარქოს სამღვდელო კომისია უნდა გაიარონ მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატებმა.

მიუხედავად იმისა, რომ მელქისედეკ ხაჩიძე სრულიად მიუღებელი სუბიექტია ჩემი გადასახედიდან, ჩემთვის გაუგებარია, სინოდის გადაწყვეტილების გარეშე რა უფლებით ართმევენ ეპისკოპოსს სასულიერო პირების ხელდასხმის უფლებას ან ვინ ართმევს ამ უფლებას.

ეს უკანასკნელი რიტორიკული შეკითხვაა, რადგან ცნობილია, რომ დიდი ალბათობით ამ გადაჭარბებულ ძალაუფლებას მიტროპოლიტი შიო ატარებს და ჩვენი ეპისკოპატი ცოტა ხანში შიოს უზურპირებული ძალაუფლების მონებად იქცევა.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს ეპისკოპატს თავმოყვარეობაც კი არ შერჩა (წესიერება, არსებითად არც აქამდე ჰქონდათ) და სრულიად გაუგებარი რეგალიის მქონე პირს – მოსაყდრეს ძალაუფლების უზურპაციის საშუალებას აძლევენ.

“მოსაყდრე” კი მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, რადგან პატრიარქი ისედაც უკვე იზოლირებული ჰყავთ, მაქსიმალურად ჩამოშორებული პროცესებს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.

ამ გზით მიტროპოლიტი შიო ინთავისუფლებს გზას და ქმნის წინაპირობებს, რომ მაქსიმალურად გაზარდოს შანსი, დამონებულ ეპისკოპატს თავი პატრიარქად აარჩევინოს.

ჰოდა, აქ საქმე მელქისედეკზე არაა, უკვე არაერთ ეპისკოპოსს აქვს წყალი შეყენებული სინოდში, ვინც თანხმობაში არ მოდის შიოსთან", - წერს გამზარდია "ფეისბუკზე".

ასევე დაგაინტერესებთ:

* „ივანიშვილმა გამოყარა მსუყედ დაფინანსებული არალეგალური ექსპერტ-ანალიტიკოსები, დაველოდოთ, კიდევ დაემატებიან“ - შალვა ნათელაშვილი


*  "არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას" - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი

1792833199

ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

1792830142

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...

დაკავება

1792827581

ახალი ამბები

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...

პროკურატურა

1792825861

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...

თენგიზ შარმანაშვილი