„ქართულ მედიაში ასეთი გამბედავი რამ არავის გაუკეთებია ჩემთვის ეთერშიო“ - რას წერს გიორგი გასვიანი?

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე 22 სექტემბერს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიას კესარიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. დაკრძალვაზე მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში კი ვიდეოს აქვეყნებს და ემოციურ ტექსტს ურთავს თან:

„გვირგვინი დავადგი და ამაზე მეუბნებოდა, ქართულ მედიაში ასეთი გამბედავი რამ არავის გაუკეთებია ჩემთვის ეთერშიო“, - წერს გასვიანი.

 

 

შეგახსენებთ, რომ მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე  18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა.

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულ კაცს ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1727036438

საზოგადოება

23 სექტემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

 სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 23 სექტემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს: გლდანის რაიონი ქსელში გ...

შუქი

1727032700

სოციალური მედია

,,დადექით სარკის წინ და დაუსვით საკუთარ თავს კითხვა თუ რის გაკეთება გსურთ ან რა არ მოგწონთ” - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

 ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ცხოვრებისეულ მომენტებზე საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს ხოლმე. ამჯერად გიორგი ლობჯანიძე „დღეღამტოლობასა“ და შე...

ეზოტერიკოსი

1727031188

საზოგადოება

,,უნდოდა წავეყვანე სადმე გადაცემაში, მესაუბრა ჩვენს დობაზე... “ - კესარია აბრამიძის დის პირველი კომენტარი

 კურიერი • P.S -მა კესარია აბრამიძის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით რეპორტაჟი მოამზადა, სადაც მკვლელობის დეტალებზე ტრანსგენდერი ქალის და ანა აბრამიძე საუბრობს. როგორც კესარია აბრამიძის და ჰყვება, მ...

შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძე

1727026740

საზოგადოება

დედაქალაქმა ,,ევროპული მობილობის კვირეულს“ უმასპინძლა

 „საერთო საჯარო სივრცე“ - აღნიშნული თემის ირგვლივ 16-22 სექტემბერს ევროპის 3 000-ზე მეტი ქალაქი გაერთიანდა და მათ წელს თბილისი უკვე მეოთხედ შეუერთდა. „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, ტრადიციუ...

თბილისი

1727023907

ახალი ამბები

ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის ნომინაციაში „სარისკო კადრი“ გამარჯვებული მიშო ბიძინაშვილია

 ნომინაცია „სარისკო კადრი“ - გამარჯვებულია მიშო ბიძინაშვილი. კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე მიშო ბიძინაშვილი გამარჯვებულად დასახელდა. ასევე გიორგი ძოწენიძე გამარჯვებულია ნომინაციაში...

მიშო ბიძინაშვილი