"რას ნიშნავს ჰაერის/ცის დახურვა?"

უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა სრულიად შეცვალა აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგი. დღეს, ომის დაწყებიდან მე-10-ე დღეა. მსოფლიო სუნთქვაშეკრული ადევნებს თვალს განვითარებულ მოვლენებს. სოციალურ მედიაში ხალხი აქტიურად გამოხატავს საკუთარ შეფასებებს და დასკვნებს.
გთავაზობთ ერთ-ერთი „ფეისბუკ“ მომხმარებლის, უჩა აბაშიძის პოსტს.
„ძალიან ძალიან ბევრმა იკითხა "რას ნიშნავს ეს ჰაერის/ცის დახურვა?"
„იმას რომ უნდა იფრინოს ნატოს თვითმფრინავებმა - და ჩამოაგდოს ყველა სხვა თვითმფრინავი.
ანუ ნატომ - უნდა გამოაცხადოს რომ უკრაინის ცაზე, საბრძოლო ავიაციის გამოყენება აეკრძალათ მონაწილე მხარეებს, მხარეები ამას არ შეასრულებენ - და ნატომ უნდა დააწესოს მუდმივი მორიგეობა და ჩამოაგდოს რაც აფრინდება (და შეეგუოს რომ ალაგ-ალაგ, ნატოს ავიაციასაც ჩამოაგდებენ "ვიღაცები", ხან ჰსთ-ებით, ხან აფრენილი ავიაცია, ეგრე ხომ არაა ყველა ჩამოაგდო, ხან შენ ჩამოგაგდებენ.
ეს ხდება ხოლმე როცა ორი პატარა ქვეყანა ომობს და ომი გადაიზარდა სამოქალაქო მოსახლეობის უაზრო სისხლის ღვრაში დაბომბვებით, მაგრამ როცა მეორე მხარეს რუსეთია, გა-მო-რი-ცხულია ჰაერის დახურვა გამორიცხული, არასოდეს არ მოხდება.
ზელენსკიმ ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ სპეციალურად წევს ჰაიპს - რომ სხვა რამეებით ევაჭროს,
იმიტომ რომ, "პოპულისტურად" სწორად ჟღერს ეს ამბავი რომ "ხალხს ხოცავენ დაბომბვებით, დახურეთ ჰაერი"
დასავლეთი პასუხობს - "რუსეთია, ატომურ ომს გამოიწვევს, ვერ ვიზამთ"
ზელენსკი: "მაშინ დამეხმარეთ ამით და ამით". და დასავლელი მოქალაქეები თავის მთავრობას მიტინგებს უმართავენ რომ რახან ვერაფერს ვერ შვებით, ეს მაინც მიეცითო. ზოგადადაც, არც სანქციების დაწესება უხარია დასავლეთს, ყველა სანქცია რაც დაუწესეს რუსეთს - დაგიწესდება შენც-ვე. მანქანას რომ აღარ მიყიდი, აღარც ფული შემოგივა. ნავთობს რომ აღარ იყიდი მისგან, - საშინელი დეფიციტი გექნება.
ზოგადად, რაც მეტხანს იომებს უკრაინა, უფრო ღრმა კრიზისი იქნება ფინანსური პლანეტაზე. ამიტომ დასავლეთი ყოველ დღე, დილა არ გავა, არ მისწეროს ბაიდენმა ზელენსკის - ჩააბარე უკრაინა და გამოიქეციო (არ ვხუმრობ, მაგრად გავცოფდებოდი მის ადგილას, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, ყოველ დილას - ამერიკა რომ - ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ზელენსკი ამერიკაში).
გიჟი არავინ არ არის, რუსეთი უკვე ისე დადაჩაჩანაკდა, მსოფლიოს მაგრად კიდია აწი, პუტინის სიცოცხლეში აღარ იზამს მეტი არაფერს.
ახლა უნდათ რომ არ აღმოჩნდნენ ჩათრეული დიდ ომში, არადა ღირსები არიან და უნდათ რომ მალე მორჩეს - რომ ფინანსური კრიზისი ნაკლები იყოს. იმიტომ რომ ხალხი მერე დედას აგინებს და არჩევნებს წააგებენ, კრიზისის გამო, და არავინ გაიხსენებს რომ პუტლერის ბრალია.
ამიტომ შავი და თეთრი არაფერია, ნუ უყურებს ასე, დასავლეთი იძულებულია აწესოს სანქციები, იმიტომ რომ ახლა მოსახლეობაში პოპულარულია - უკრაინის მხარდაჭერის მოთხოვნა და თუ სანქციებს არ იზამ, არჩევნებზე ახლავე წააგებ და არა "მერე" და თუ იზამ, მოხდება კრიზისი და წააგებ მერე არჩევნებზე, მაგრამ, ნუ შანსია მანამდე გამოძვრე, დრო გაქვს კიდევ, მაგრამ ცას - არავინ არ დახურავს, დაივიწყეთ.
"დახურავს" ვიმეორებ - ნიშნავს რომ ნატოს თვითმფრინავებმა უნდა ჩამოაგდონ რუსულები, დაღამდება მანდ უცებ, ყველას ესმის.“
სხვა სიახლეები:
📌 ზელენსკი: პოლონეთთან საზღვარი აღარ გვაქვს - იმიტომ, რომ ერთად ვართ სიკეთის მხარეზე
📌 ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა
📌 უკრაინის მხრიდან, მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, მოღალატე აღმოჩნდა
1745254584
საზოგადოებათეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა
უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...
1745254500
საზოგადოებაარქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე
საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...
1745254131
ახალი ამბებითეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე
უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...
1745250119
მსოფლიოპუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...
1745247202
ახალი ამბებიქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...