"როცა იმ ადამიანის ოჯახის წევრი ხარ, ვინც იძახის, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ლეგიტიმურია კითხვა: ამდენ ხანს, თავად რატომ არ წამოვიდა? - საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის კურსზე"

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურა ჯაფარიძის ცოლი ნატა ქორიძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს.
ამ ფაქტს თავად ჯაფარიძე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამ ფაქტს და შეფასებებს და წერს:
"თუ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე, ეს უკანონობაა პირდაპირ და ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ მოდით, სხვა მხრიდანაც შევხედოთ ამ ამბავს:
მე ასევე ლეგიტიმური მგონია კითხვა:
ამდენ ხანს თავად რატომ არ წამოვიდა ამ სამინისტროდან?
როცა იმ ადამიანის ოჯახის წევრი ხარ, ვინც იძახის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყანას ღალატობს, არის რუსული ხელისუფლება და საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, რად გინდა ასეთი ხელისუფლების ნაწილად ყოფნა?
გასაგებია, რომ პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის კურსზე.
თუ ივანიშვილს რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა და დარჩიაშვილი ჯიუტად დასავლეთისკენ გვექაჩება?
ნუ ისიც შეიძლება, რომ არ ეთანხმება მეუღლეს, ქვეყანა რუსეთისკენ მიდისო,რომ იძახის... ესეც ვარიანტია", - წერს მეტრეველი.
ამავე თემაზე:
* ზურა ჯაფარიძის ცოლი წერს, რომ 17 წლიანი მუშაობის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს
1745426270
მსოფლიოტრამპი: უკრაინის მდგომარეობა მძიმეა - ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან, მას შეუძლია იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს
ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან, მას შეუძლია იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ...
1745424676
სპორტისაქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ანა კალანდაძე, 2025/2026 წლის სეზონს თურქეთის კლუბში - Aras Kargo Spor Kulübü ითამაშებს
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ანა კალანდაძე, 2025/2026 წლის სეზონს თურქეთის კლუბში ითამაშებს. ინფორმაციას საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. „საქართველოს ქალთა ეროვნ...
1745424205
ახალი ამბებიგიორგი ცუცქირიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი
ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის თემა არა თუ დღემდე აქტუალურია ოპოზიციურ მედიაში, არამედ ამ იზოლაციაზეა აგებული ახლო თუ შორს მიმავალი პროგნოზებიც. ამ პროგნოზების უფრო დათქმების თანახმად, ქვეყნის ეკონომ...
1745420321
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: პროპაგანდისტული კამპანიების შედეგია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეუქმნა აღქმა, თითქოს არჩევნები გაყალბდა - გაყალბება, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ასე ჰაერზე, უსაფუძვლოდ საუბარი არ შეიძლება
„პროპაგანდისტული კამპანიების შედეგია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეუქმნა იმის აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის მძიმე შემთხვევა და ა.შ.“ - ამის შესახებ ცე...
1745418730
ახალი ამბებიევროკომისიამ Apple-ს €500 მილიონი, ხოლო Meta-ს €200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა ევროპის ციფრული რეგულაციების დარღვევისთვის
ევროკომისიამ Apple-სა და Meta-ს ჯარიმები დააკისრა ევროკავშირის ციფრული რეგულაციების დარღვევისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს. Apple-ს €500 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქ...