"სავარაუდოდ შპიონი აღმოვაჩინეთ - ეს უცნაური წარწერები ქუჩებში, უკრაინაშიც ჩანდა ომამდე" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსის "შპიონი" აღმოაჩინა.

"მეგობრებო, ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ ჩემი ცხოვრების პირველი შპიონი აღმოვაჩინეთ.

ჩვენი სახლის ფანჯრის ქვეშ, რომელიც როგორც ჩანს, მოყუჩებულ ადგილად მიიჩნია, "რუსი ტურისტის იერის მქონე" კაცი ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას...

ჩემი ტელეფონი თან არ მქონდა და ჩაწერა თავიდან ვერ მოვასწარით. კაცი რუსულად ეუბნებოდა თანამოსაუბრეს, რომ ჯობდა საღამოობით არ გამოსულიყვნენ, რათა ხალხის ყურადღება არ მიეპყროთ და მაქსიმალურად ფრთხილად ყოფილიყვნენ...

რომ 1 თვეა ელოდებიან სიგნალს (!), რათა აქ ჩამოსულიყვნენ, - ასე გვეუბნებოდნენ, 1 კვირაში წახვალთო და არ გავიდა ეს 1 კვირა, ზუგრჩანთები არც ამოგვილაგებია სიგნალის მოლოდინშიო, - არც დედას უნდა ველაპარაკოთ ტელეფონზე, არც ცოლს, არც არავისო, ყველა კონტრაქტორი ასე იქცევაო... მარტო ყოფნა რთულია ასეთ პირობებში, სადაც კომუნაკაციაში არ უნდა შეხვიდე არავისთან და ამიტომ ჯობია, ორნი ვიყოთო.

"ნე ვისოვივატსია".

მას შემდეგ, რაც როგორც იქნა, შევწვდი ტელეფონს ფოტოს და ვიდეოს გადასაღებად (რაც მოვასწარი) და რუსკი კარაბლის შესახებ დავუძახეთ, ზურგი შეგვაქცია და სწრაფი ნაბიჯით აირბინა კიბე მთაწმინდისკენ...

ეს მოხდა დღეს - 14:30-ზე.

ქუჩის კამერებს დაფიქსირებული უნდა ჰყავდეს.

მისი პოვნა - სურვილის შემთხვევაში - ადვილი იქნება.

ეს უცნაური წარწერები ქუჩებში (რაც უკრაინაშიც ჩანდა ომამდე) და ახლა ამ კაცის აღმოჩენა - საგანგაშო სიმპტომების მატარებელია.

რას ელოდებოდნენ "ერთი თვე"? ვინ შემოდის და შემოსულია საქართველოში? ვიმეორებ, ვიდეო და ფოტო მაქვს, ველი თქვენს რეაგირებას!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia",- წერს ლაშა ბუღაძე.

ამავე თემაზე:

🔵 "თბილისის ქუჩებში აქამდე უცნობი, უცნაური ნიშნები გამოჩნდა - რომელთა უმეტესობა განთავსებულია მიწისქვეშა გადასასვლელებთან, ხიდებთან, შედარებით დიდ ბანკებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა საცავები" - მიმართვა სუსს და შინაგან საქმეთა სამინისტროს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745818657

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტზე - „უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას“

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს გამოეხმაურა. მაჭავარიანის თქმით, ინიციატივა საპარლამენტო მუშაობას მეტად მოქნილს ხდი...

ლევან მაჭავარიანი

1745817635

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ვითომ პროევროპული ქურქით შეხვეული ძალა ტერორის და ღალატის ქვეშ ამყოფებდა ქვეყანას

„საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა....

ირაკლი კირცხალია

1745816361

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება

 დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხებია: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და...

დროებითი საგამოძიებო კომისია

1745785856

საზოგადოება

28 აპრილს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 28 აპრილს თბილისის ქუჩების გარკვეულ ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შე...

შუქი

1745784368

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან. ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი მისალოც...

ძიუდო