"საყურადღებო სიმპტომებია მოყვითალო ან მომწვანო ნახველი" - როგორ შევიმსუბუქოთ "ხანგრძლივი ხველა" სახლის პირობებში? - ინფექციონისტის რჩევები საზოგადოებას

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში სეზონურ ვირუსთან და მის შემდგომ "გაგრძელებულ ხველასთან" დაკავშირებით საზოგადოებას რჩევებს უზიარებს:

"ამჟამად მიმდინარე ვირუსული ინფექციების გამო ძალიან ბევრს აწუხებს ხველა, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება (ზოგჯერ რამდენიმე კვირამდე) და ძალიან შემაწუხებელია.

ამის გამო ადამიანები სხვადასხვა არასაჭირო მკურნალობას მიმართავენ და ხშირად სრულიად უსარგებლო და ზოგჯერ მავნე მედიკამენტებს იღებენ, უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უშედეგოდ.

პაციენტი დაჟინებით მოითხოვს დაენიშნოს "ხველის წამალი", რომლისგანაც ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ხველა "უნდა მოურჩინოს".

რეალურად კი ასეთი ჯადოსნური წამლები არ არსებობს.

"ხველის წამლების" ნაწილის ამოცანაა, გაათხიეროს ნახველი, რომ ადამიანმა უფრო ადვილად შეძლოს ნახველის ამოღება. ანუ ეს წამლები ხველას "არ შველის", უბრალოდ აადვილებს ნახველისგან განთავისუფლებას. ეს კი უკმაყოფილებას იწვევს - „წამალს ვსვამ და მაინც ვახველებ“.

ზოგიერთი წამალი უბრალოდ თრგუნავს ხველას, რაც "მორჩენა" კი არ არის, უბრალოდ ხველის დათრგუნვაა და დროებით, მოჩვენებითი ეფექტი აქვს.

მოკლედ, ალბათ მისაყვედურებთ, რომ აპოკალიპტური სცენარი დავხატე, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტიურად ასეა.

ამიტომ, ხველას უნდა ვაცალოთ, მივიღოთ ისეთი მარტივი საშუალებები, რაც დროებით კომფორტს გვაგრძნობინებს.

მაგალითად, საწუწნი აბები ან კანფეტები, ხალხური მედიცინის ფანი არ ვარ, მაგრამ თაფლის მოწუწვნასაც აქვს ასეთი დროებითი, ხველის დამამშვიხებელი ეფექტი. მივიღოთ თბილი სითხე, კარგია თბილი ორთქლი, მაგალითად, შხაპის მიღებისას ხველა მშვიდდება ხოლმე.

მოკლედ, მაქსიმალურად შევიმსუბუქოთ დამღლელი სიმპტომები და დაველოდოთ თანდათან თავისით გაუმჯობესებას.

საყურადღებო სიმპტომები, როცა შეიძლება უფრო სერიოზული ჩარევა გახდეს საჭირო, არის მოყვითალო ან მომწვანო ნახველი, ცხელება 38 და მეტი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში ტკივილი.

ასეთ დროს შეიძლება აუცილებელი იყოს გულმკერდის რენტგენი და პნევმონიის შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია", - წერს ბუწაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ქართველი დიპლომატები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

* კრემლმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდება პუტინი ყირიმის ხიდზე მერსედესით

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745254584

საზოგადოება

თეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა

 უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...

თეოლოგი ლევან აბაშიძე

1745254500

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე

 საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი

1745254131

ახალი ამბები

თეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე

 უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...

თეოლოგი გიორგი გვასალია

1745250119

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...

პუტინი

1745247202

ახალი ამბები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...

პოლიცია